Digest Logo

შემთხვევა რომელმაც შეცვალა, ბავშვობის ოცნება, საუკეთესო გულშემატკივარი და ცხოვრება „ღამის შოუმდე“ - ჯიმი აბესაძის ბლიცინტერვიუ

1656074700
 ჯიმი ჯაბას ძე აბესაძე

„დაიჯესტი“ ბლიც ინტერვიუს რუბრიკის მორიგი სტუმარია ყველასათვის საყვარელი ჯიმი აბესაძე. 

🔽 ვინ არის ჯიმი ჯაბას ძე აბესაძე... უბრალო იმერელი, გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული კაცი, როგორც პიროვნება... იუმორისტი და მსახიობი.

🔽 ცხოვრება „ღამის შოუმდე“ და „ღამის შოუს“ შემდეგ... ღამის შოუმდე ჩემი ცხოვრება რთული იყო, ძალიან ბევრ რამეს მოვედე, ახლა კი ბევრად სხვანაირი და უკეთესია ჩემი ცხოვრება, იმ კარგი ადამიანების წყალობით, რომლებიც „ღამის შოუში“ არიან.

🔽 რით ხართ ცნობილი... რომ გითხრათ ჩემი ვიზუალით-თქო, მოგატყუებთ, უფრო იუმორით. 

🔽 საუკეთესო გულშემატკივარი... ჩემი შვილი - ნუციკო.

🔽 ჩემი საუკეთესო მრჩეველი... როდესაც შევდივარ ხოლმე ეთერში, ჩვევად მაქვს, ბაბის ვუყურო სახეზე, თუ დავინახავ ბაბის გულწრფელ ღიმილს ვხვდები, რომ კარგად შემოვედი... ჩემი წერტილი სცენაზე და მრჩეველი არის ბაბი.

🔽 თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი...  მხიარულება, არ ვარ უჟმური და ბოროტი ადამიანი.

🔽 ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... მანქანის გასაღები.

🔽 ბავშვობის ოცნება... რაც მსურდა ბავშვობაში, უკვე ყველაფერი ავისრულე.

🔽 ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს... თმები და უნდა გადავინერგო...

🔽 თქვენ კარიერას 10-ბალიანი სისტემიდან, რამდენით შეაფასებდით... ალბათ, 7 ქულით.

🔽 შემთხვევა, რომელმაც რადიკალურად შეგცვალათ... შვილის დაბადებამ.

🔽 ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... ჩემს შესახებ სიმართლე გითხრათ, არ გამიგია მსგავსი ჭორი, ერთხელ ვთქვი გასვიანის გადაცემაში მექალთანე ვარ-მეთქი, ისიც ხუმრობით და მალევე მიავიწყდა ხალხს... 

🔽 ინტერვიუ სრულდება... წარმოიდგინეთ, გარეთ გადიხართ და დერეფანში პოულობთ ლატარიის ბილეთს, რომლის შედეგადაც მილიონ დოლარს იგებთ. რას იზამდით?....  ეგრევე დავურეკავდი გიორგის გაბუნიას, ჩემ ძმას და ოჯახის წევრს და ვეტყოდი: ჰა, რა ვქნათ, გვეშველა-მეთქი.

🔽 წინა რესპონდენტმა  ჯანო იზორიამ ასეთი შეკითხვა დაგიტოვათ: რამდენად აუცილებელია ადამიანის მიწასთან შეხება, მიწას ვგულისხმობ ბუნებასთან, სოფელში, რაიონში ყოფნას... ყველაზე სუფთა ადამიანები ცხოვრობენ სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ მიწასთან მე ნაკლები შეხება მქონდა, ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ადამიანმა ყველაფერი უნდა გამოცადოს, მიწასთან შეხებით კი, ბევრ რამეს ისწავლი.

🔽 თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს მომდევნო სტუმარს? - ლატარიის ბილეთით მილიონი რომ მოიგოს, რამდენს მაჩუქებდა მე?

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

როლი, რომელზეც უარს იტყოდა, სკანდალური ჭორი და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბლიცინტერვიუ ეკო ფანგანთან

სკანდალური ჭორი, სტერეოტიპი, რომელიც დაანგრია და როლი, რომელზეც უარს იტყოდა - გიორგი გასვიანის ბლიცინტერვიუ

რისი ეშინია, როდის ეჭვიანობს და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბლიცინტერვიუ ირმა სოხაძესთან

სკანდალური ჭორები, ბავშვობის ოცნებები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ლექს-სენთან