„დაიჯესტი“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარი ყველასათვის საყვარელი - ირმა სოხაძეა.
რით ხართ ცნობილი... სიმღერით.
ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ... მოექეცი ყველას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ.
ბავშვობის ოცნება... ყველა საყვარელი ადამიანი კარგად მყოლოდა, მაგრამ არ გამოვიდა.
ჩემი ყველაზე დიდი იმედი არის... შვილები და მეუღლე.
მეშინია... თვითმფინავის, მიწისძვრის და დახშული სივრცის.
ვნანობ... არაფერს.
შემთხვევა, რომელმაც შემცვალა... ძალიან ბევრმა, ადამიანებს ყოველდღიური შემთხვევები ცვლის.
ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... ტელეფონი.
1 სურვილი, რომ მქონდეს ვისურვებდი, რომ... ადამიანებს ერთმანეთი არ ეზიზღებოდეთ და მათთვის ცუდი არ უნდოდეთ.
წიგნი, რომელიც ბოლოს წავიკითხე... ფრანით მორბენალი.
ყავა თუ ჩაი... ყავა ცალსახად.
ვეჭვიანობ... არასოდეს.
წინა რესპონდენტმა პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა დაგიტოვათ კითხვა: რა აზრის არის ჩემზე და ჩემს გამონათქვამებზე...
თუ არ ეწყინება ვეტყვი, რომ ადრე ბევრად უფრო კარგი აზრის ვიყავი მასზე.
თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს? - როგორ საქართველოში უნდა ცხოვრება? ან უნდა თუ არა ცხოვრება საქართველოში?
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵სკანდალური ჭორები, ბავშვობის ოცნებები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ლექს-სენთან
🔵ერთი ნახვით შემიყვარდა, უცებ მივხვდი, რომ ლექსებს ვწერ და ვერ ვიძინებ - ინტერვიუ ირმა სოხაძესთან