Digest Logo

„ალერგიული ვარ, მაგრამ ვაქცინაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია“ - მარინა ენდელაძე

1616433594
ენდელაძე მარინა

„აპრილში შეიძლება იყოს მესამე ტალღა, მაგრამ ისეთი სიძლიერით არ იქნება,“ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.


ის მოსახლეობას მასიური თავშეყრის ადგილებში მისვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„წარმოუდგენელია, რომ მოსახლეობამ არ გაითავისოს, რომ არ იყოს მასიური ქორწილები, ქელეხები, თორემ ეს თუ გაგრძელდა ისე, როგორც გასული წლის აგვისტოში გავთამამდით, კი ვნახეთ რაც მოხდა, ასე, ალბათ, არ იქნება და ამის პარალელურად იქნება ვაქცინაცია,“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

ენდელაძე ვაქცინაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი ასაკისა და ალერგიულობისა, ვაქცინირებას არანაირი გართულება არ მოჰყოლია.

„ჩვენ პირველივე დღეს ავიცერით, თუკი რაიმე რისკფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო, მე უნდა ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ ვარ ალერგიული, მაქვს ასაკი და ბევრი რამ.

მე არანაირი გართულება არ მქონია, ცოტა მგრძნობელობა მქონდა მკლავზე, აცრის ადგილზე და პირველ დღეს, სავარაუდოდ, მქონდა ტემპერატურა, მეორე დღეს ჩვეულებრივად ვმუშაობდი.

ოდნავ შეიძლება სისუსტე მქონდა მეორე დღეს, მაგრამ ვიყავი ადეკვატური, შემეძლო ჩვეულებრივ სამუშაოს შესრულება. ამის შემდეგ, აღარც ხელი მტკივა, დღეს ერთი კვირა გახდა, რაც ავიცერი,“ - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.