ბოლო დღეების მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ მიემართება, მაგრამ ლეტალობის მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე, ბავშვების საბავშვო ბაღებისა და სასკოლო დაწესებულებებისგან განრიდების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ეპიდსიტუაცია ნამდვილად არის ის სასტარტო პოზიცია, რომელიც დადებითობის დინამიკისკენ არის მიმართული, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება. აუცილებელია ბავშვები მოვარიდოთ საბავშვო ბაღებს და სასკოლო დაწესებულებებს გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რაოდენობრივად ძალიან დიდია ბავშვთა დასნებოვნება, რომელიც აისახება ასევე ბავშვთა კლინიკებზეც," - განაცხადა დევი ტაბიძემ.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში გააქტიურდეს ვაქცინააციის პროცესი და მოსახლეობას არსებული რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.
„ბოლო დღეებია დადებითი დინამიკა შეინიშნება როგორც დადებითობის მაჩვენებლის კუთხით, ასევე დღიური რაოდენობის კუთხით, თუმცა ამ ეტაპზე მაინც საყურადღებოა მდგომარეობა და მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები მოსახლეობის მხრიდან იყოს დაცული. რისკი, რომ ომიკრონი წავიდეს მძიმედ ასევე გვაქვს, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო აქტიური იყოს ვაქცინაციის პროცესი," - აცხადებს ინექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
აგრეთვე წაიკითხეთ: