Digest Logo

„BA.5 და BA.4 ხასიათდება უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით“ - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შტამებზე

1656922610
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამები უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით ხასიათდებიან.

მისი თქმით, მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება.

„BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ. ვინც აცრილია და „ბუსტერიც“ გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე „ბუსტერი“ გაიკეთონ“, - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, 20-26 ივნისის პერიოდში კოვიდ 19-ის 1 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი, ხოლო ვირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, საქართველოში „ომიკრონის “ახალი ქვეშტამი BA.5 გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 1 კვირაში წინა კვირასთან შედარებით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„უკრაინის ომი სხვა ფაზაში გადავა... აგრესია, რომელიც ახლა ჩვენთან არის, ნელ-ნელა განელდება“ - მიხეილ ცაგარელი

🎥 რა გზა გაიარა შსს-დან დიდ სცენამდე, რატომ ალაპარაკდა ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასთან მის ურთიერთობაზე და რას ჰყვებოდა რუსეთში ცხოვრებაზე? - 31 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის პირადი ამბები

🔵მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები