
კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს გენერალური დირექტორის, ილონ მასკის მიერ კორონავირუსზე ჩატარებულმა ოთხმა ტესტმა სხვადასხვა შედეგი აჩვენა. ამის შესახებ მასკმა „ტვიტერში“ დაწერა.
„დღეს COVID-ზე ტესტირება ოთხჯერ ჩავიტარე. ორმა დადებითი შედეგი აჩვენა და ორმა უარყოფითი. ტესტი ერთმა და იგივე კომპანიამ და ერთმა და იგივე მედდამ ჩამიტარა“ - წერს მასკი.
ილონ მასკი აცხადებს, რომ მან კომპანია BD (Becton, Dickinson and Company)-ის ანტიგენზე სწრაფი ტესტი ჩაიტარა. მომხდარს ის „სისულელეს“ უწოდებს.