Digest Logo

„მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ, დაფარულს აეხდება ფარდა“ - 25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1740460899
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, საინტერესო დღეა, მოულოდნელობებით სავსე. შესაძლოა რაღაც რადიკალური ცვლილებები მოხდეს, ასევე არსებობს ალბათობა, რომ რაღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ, ან რაღაც დაფარულ ინფორმაციას აეხდება ფარდა“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - გეგმები, რაც გქონდათ, შეიცვლება. არ ინერვიულოთ, ეს ადეკვატურად უნდა მიიღოთ. ელოდეთ დადებით ცვლილებებს სამსახურში. 

კურო - კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებისთვის, მარტივად გამოგივათ შედეგის მიღწევა. ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობას, ცოტა დაძაბულობა გელოდებათ. 

ტყუპები - საკმაოდ წარმატებული დღეა თქვენთვის, იქნებით კრეატიულები. მეტი დრო დაუთმეთ მეორე ნახევრებს და შვილებს. ეცადეთ ნაყოფიერად და კარგად გაატაროთ ეს დღე.

კირჩხიბი - თუ ემოციებს არ აჰყვებით დღე დადებითი იქნება, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს იმპულსურად. იყავით მშვიდი და გაწონასწორებული. ფინანსებს დაუთმეთ ყურადღება. 

ლომი - ჰარმონიული დღეა, ნებისმიერ სიტუაციას მარტივად დაალაგებთ. ახალი საქმის დაწყებისთვის იდეალური დროა. 

ქალწული - ეცადეთ დღე ძვირფას ადამიანებს დაუთმოთ. სწორად გადაანაწილეთ დღის განრიგი, რადგან მათაც არ მოაკლდეთ დრო. 

სასწორი - მიიღებთ ისეთ ახალ ინფორმაციას, რაც მომავალში გამოგადგებათ. იდუმალი დღე იქნება, რაც ფარდას ახდის ყველაფერს.

მორიელი - არსებობს ალბათობა იმისა, რომ ემოციური ფონიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები არ იქნება სწორი, ამიტომ ნუ დაგეგმავთ ნურაფერს დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარი კი შეგიძლიათ გამოიყენოთ. 

მშვილდოსანი - რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და ნაბიჯი დღეს არ გააკეთოთ. ძველი, ადრე დაწყებული საქმეები დაასრულეთ, სიახლეები კი მომდევნო დღეებში დაგეგმეთ. 

თხის რქა - საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული დღე გელოდებათ. დღეს დაგეგმეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე. 

მერწყული - იმოქმედეთ, გადადგით ნაბიჯები, აისრულეთ სურვილები. დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები. 

თევზები - ენდეთ ინტუიციას და შეგრძნებებს, დაფარული ინფორმაცია გახდება თვალსაჩინო და გაიგებთ ძალიან საინტერესო რაღაცას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველას არ ვენდობი...საყოველთაო დიაგნოზს დავსვამ, ეს არის უღმერთობა...“ - მამა საბა ჭიკაიძე

🎥 ვალსი - თედო ბექაურისა და ვალენტინა გველესიანის ემოციური შესრულება „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში

🎥 „ყველაზე ვერაგ მდგომარეობად ითვლება... ერთადერთია, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უნდა ენდო...“ - რას ჰყვება მამა საბა ჭიკაიძე?