Digest Logo

კიდევ 2 ინფიცირებული - „ტვ პირველში“ კორონავირუსის შემთხვევები მატულობს

1602594530
ტვ პირველი

ტელეკომპანია „პირველის“ კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა ვატო წერეთელმა „დაიჯესტს“ დაუდასტურა.

ვატო წერეთელის თქმით, ინფიცირებული ჟურნალისტები სამშაბათიდან ტელევიზიაში არ დადიოდნენ. კორონავირუსი კი კვირას დაუდასტურდათ.

„ინფიცირებულთან მყოფ კონტაქტებს ტესტი ჩაუტარდათ, ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის იზოლაციაშია გადასული“,- გვითხრა ვატო წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ 12 ოქტომბერს კორონავირუსი „ტვ პირველის“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 12841 შემთხვევაა დადასტურებული.