Digest Logo

🎥 როგორი ადამიანი ხარ დაბადების რიცხვის მიხედვით?! - „იდეალური მეგობრები და ძალიან კარგი პარტნიორები არიან“

1743153433
 ნინა სუსლოვა

როგორ გამოგდით სასიყვარულო ურთიერთობები დაბადების რიცხვის მიხედვით?! - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.

„1, 10, 19, 28 რიცხვში დაბადებული ადამიანები - ეს ადამიანები არიან ლიდერები, მათ მიჰყვათ ურთიერთობა და საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას. ყველაზე მთავარი, რაც მათ სჭირდებათ პარტნიორისგან მხარდაჭერაა.

თუ ურთიერთობაში შედიან ბოლომდე იქ არია და არიან ძალიან კარგი პარტნიორები.

2, 11 20, 29 რიცხვში დაბადებული ადამიანები - არიან იდეალური მეგობრები და ძალიან კარგი პარტნიორები, მოსმენა გჭირდებათ მოგისმენენ, დახმარება გჭირდება დაგეხმარებიან. არ არიან აქტიურები, პასიურები არიან.

ყველაფერს აგვარებენ და ყველა პრობლემას ჭრიან, ისინი არიან ადამიანები რომლებიც ხშირად მიდიან კომპრომისებზე და დგამენ პირველ ნაბიჯებს.

3, 12, 21, 30 რიცხვში დაბადებული ადამიანები - არიან ემოციურები და მნიშვნელოვანია მათთვის კონტაქტი და სჭირდებათ პარტნიორისგან მოსმენა და ემოციური სიმყარეს მიღება. მარტივად სწყინთ რაღაცები და არიან მზრუნველები.

4, 13, 22, 31 რიცხვში დაბადებული ადამიანები - არიან საიმედო და მყარი ადამიანები, რომელსაც შეგიძლია ენდო. აქვთ თავიანთი წესები, რომელსაც უნდა დაემორჩილო თუ გინდა მის გვერდით იყო. ტიპაჟურად ხისტები არიან.

5, 14, 23 რიცხვში დაბადებული ადამიანები - უყვართ თავისუფლება და ეს თავისუფლება სჭირდებათ აუცილებლად. ისინი მუდმივად ახლის ძიებაში არიან, თუ გვერდით პასიური პარტნიორი ჰყავთ ძალიან გაუჭირდებათ.

6, 15, 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები - ქარიზმატული ადამიანები არიან, რომელსაც ბევრი თაყვანისმცემლები ჰყავთ, მათთვის არ არის კარგი ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა.

7, 16, 25 - დამოუკიდებელი ადამიანები არიან და უჭირთ კიდეც ურთიერთობაში შესვლა, უფრო კომფორტულად მაშინ არიან როცა მარტო არიან. სჭირდებათ ისეთი პარტნიორი, რომელიც მათ მოერგება, ეგოისტები არიან. 

8, 17, 26 რიცხვში დაბადებული ადამიანები - ძლიერ და საიმედო ადამიანები არიან და შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა. ადამიანები არიან, რომლებიც ოცნებას ასრულებენ. ნებისმიერ თქვენ სურვილს ასრულებენ, თუ ამას აფასებთ და ხედავთ.

9, 18, 27 რიცხვში დაბადებული ადამიანები - იციან რა გინდათ და რა გჭირდებათ. არიან უკონტაქტოები, არ უყვართ ბევრი საუბარი, თუმცა აქვთ შეგრძნებების მაღალი დონე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არც მეგონა თუ გადავრჩებოდი, რადგან ძალიან მძიმედ ვიყავი და რატიმ გადამარჩინა…“ - ვაჟა დურგლიშვილი შვილზე

⭕რომელი დღეები იქნება აპრილში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ - თარიღები მთვარის კალენდრის მიხედვით

🎥 „მნიშვნელოვანი საქმეები უმჯობესია შემდეგი დღეებისთვის გადადოთ“ - 28 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან