Digest Logo

კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა - ივანე ჩხაიძე

1683549247
ივანე ჩხაიძე

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა.

„კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში ანუ ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, ისევე როგორც იმართება გრიპი, ადენოვირუსი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრა, მაგრამ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედება იმავე დონეზეა, როგორზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსების შემთხვევაში“, - ამბობს ჩხაიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ 19-ის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა.

BBC-ის ცნობით, ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად სულ მცირე 7 მილიონი ადამიანია დაღუპული.