Digest Logo

🎥 „თქვენი დროა, იზიდავთ ხალხს, იღბალი მაღალია“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1790579321
მიხეილ ცაგარელი

რთული კვირაა და საჭიროა ყურადღება. მგზაგვრობა-მოგზაურობა, ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები გადადეთ მომავალი კვირისთვის. 

კონფლიქტური პერიოდია. ეს განპირობებულია დედამიწის უარყოფითი ენერგოველით, რაც ყოველთვის ართულებს სიტუაციას. 4 ოქტომბრამდე პერიოდი ტრავმულ-ავარიულია. ასტროლოგიაში არსებობს 2 განსაკუთრებით ბოროტი პლანეტა მარსი და პლუტონი. მათ შორის ახლა საწინააღმდეგო პოზიციები ჯდება. მარსი ლომის პირველ გრადუსებში იქნება, პლუტონი მერწყულის პირველ გრადუსებში იქნება. ეს ნიშნავს, რომ მოიმატებს საომარი სიტუაციები. ადამიანებს გაუჭირდებათ ემოციების მართვა. 

არ აჰყვეთ პროვოკაციებს და მშვიდად გაიარეთ მიმდინარე კვირა. 

პლანეტა მარსი დღეიდან, 28 სექტემბრიდან 2 თვით გადადის ლომის ნიშანში. უახლოესი ორი თვე მოვლენები მიიტანეთ ტვინთან და არა გულთან, რადგან მაღალია ინფარქტის ალბათობა. 

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. 

ოთხშაბათს, პლანეტა მერკური გადაინაცვლებს მორიელში, ორ თვეზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ მოიმატებს შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა, მოთმინება, ნებისყოფა, რაც კარგია, მაგრამ მორიელს აქვს ნაკლოვანებებიც, რაც გააძლიერებს წყენას, სამაგიეროს გადახდის სურვილს, სარკასტულ, გესლიან გამოთქმებს, სიჯიუტეს, ეჭვიანობას. 

ვერძი - ენერგოტონუსი, იმუნიტეტი აშკარად უმჯობესდება, უკეთ იგრძნობთ თავს. მთავარი გამოცდაა პარტნიორული ურთიერთობა, როგორც პირადი, ისე საქმიანი და სასიყვარულო. ნუ შეხვალთ კონფლიქტში, ეცადეთ დაიოკოთ საკუთარი ემოციები. 

კურო - განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობაზე, ძველი ქრონიკული დაავადებები შეგახსენებთ თავს. შესაძლოა მოხვდეთ არაკვალიფიციურ ექიმთან, რომელიც არასწორ დიაგნოზს დაგისვამთ, ამიტომ გადაამოწმეთ. 

ტყუპები - ენერგოტონუსი, ჯანი გემატებათ, იქნებით აქტიური, მაგრამ წყალქვეშა დინება გაქვთ პირად ურთიერთობასა და შვილებთან. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, მოქმედებები. გაუფრთხილდით კონტაქტებს. ტყუილების ალბათობა მაღალია. 

კირჩხიბი - ენერგოტონუსი მცირდება, რის გამოც ხასიათცვალებადი, კაპრიზული გახდებით. მთავარია შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან. პრობლემები მშვიდად გადაჭერით. 

ლომი - ჯანზე ხართ, ენერგიული ხართ, მაგრამ ირგვლივ მყოფებს ცუდი პერიოდი აქვთ, ამიტომ ფრთხილად იყავით რა ხდება თქვენს ზურგს უკან. „ფეიკების“, მოტყუების მცდელობა გაქვთ მაღალი, ამიტომ ყველაფერი გადაამოწმეთ.

ქალწული - ენერგოტონუსი გისუსტდებათ, ადვილად გეშლებათ ნერვები. მიდრეკილება გაქვთ ფულის ხარჯვის, რასაც იყიდით არ გამოგადგებათ, ამიტომ მოერიდეთ ინვესტიციას და ზედმეტ ხარჯს, გადადით ეკონომიურ დახარჯვაზე.

სასწორი - მთავარი მოქმედი პირი! ენერგოტონუსი მაღალი, საყოველთაო აღიარების ცენტრში მარტივად ხვდებით. თქვენი დროა, მზე გადის თქვენს ნიშანს. იზიდავთ ხალხს, იღბალი დიდია, მაგრამ მინუსი პარტნიორულ ურთიერთობაშია. 

მორიელი - ყველაზე რთული, დაბადების წინა პერიოდი გეწყებათ. ენერგოტონუსი ეცემა, ემოციური გაღიზიანება, იმპულსურობა იმატებს, რაც განერვიულებთ და ამას დამატებული ფინანსური ხარჯი გემატებათ! სისულელეში გადაყრით ფულს და ამას ინანებთ. 

მშვილდოსანი - ჯანი, ენერგია გემატებათ. შეიძლება სიჩქარეში შეცდომები დაუშვათ. დრო და ენერგია ყველა საკითხზე თანაბრად გადააანაწილეთ. 

თხის რქა - ენერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა არამდგრადია. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის შენარჩუნება ხელმძღვანელებსა და კოლეგებთან. მოერიდეთ კონფლიქტებს.

მერწყული - ჯანი, ენერგია, შარმი მატულობს. წარმატების ფაქტორი მაღალია ფინანსური თვალსაზრისით. უცხოელებთან კონტაქტის დროა. პარტნიორულ ურთიერთობაში გჭირდებათ ყურადღება. 

თევზები  - ენერგოტონუსი ეცემა, მოტყუების მცდელობა მაღალია. ნუ აჰყვებით ილუზიას, ფანტაზიას. ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით. კულისებში მოქმედების დროა, ნუ ენდობით პირველივე სიტყვას. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იმდენად დიდ სიყვარულს ვატარებ ჩემში, მენანება ადამიანებამდე არ მივიტანო, არც იზომება, არც მარტივად აიხსნება“ - ლიზა ყენია

⭕„პირველი დაბადების დღეა უშენოდ, არ მინდა ოთახიდან გასვლა...“ - ანრი ჯოხაძის ემოციური მილოცვა გარდაცვლილ დედას

⭕საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

✕