
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი Arcturus, იგივე XBB.1.16 გავრცელდა, რომელიც გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და მაღალი სიცხით, ხველებითა და თვალების სიწითლით ვლინდება.
როგორც WHO-ში აცხადებენ, ეს შტამი ომიკრონის ახალ ქვევარიანტად მიიჩნევა და ის უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.
ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ვირუსის ახალი შტამი მარტის შემდეგ არის დაკვირვების ქვეშ.
„სინამდვილეში, ის ძალიან ჰგავს XBB.1.5-ს (ომიკრონის ქვევარიანტი) და ერთი დამატებითი მუტაციური ცვლილება აქვს სპაიკ ცილაში, რომელიც ლაბორატორიული შემოწმებებით უჩვენებს, რომ ის გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 აღდგომა ერთი ადამიანისთვის - სიუჟეტი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებს
🔵337 ქართულად გადაკეთებული არაქართული გვარები - იხილეთ სია
🔵„იქნება მეც ავლაპარაკდე, რადგან დიდი მაყუთები ტყდება ამ საქმეში!“ - ნინო ადამაშვილი შალვა რამიშვილზე