
მსახიობი და „ანნას შოუს“ წამყვანი, ანა ჩირაძემ, პირდაპირ ეთერში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზა გაიკეთა.
მან ერთი სახალისო ისტორია გაიხსენა, რომელიც კოვიდის პირველი ტალღის დროს გადახდა.
„სანიტაიზერის დეფიციტი მე შევქმენი, ერთ პირბადეზე მეორეს ვიკეთებდი, მეორეზე – მესამეს. მუდმივ პანიკაში ვიყავი.
15 წლის შემდეგ ნანატრი ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. ჩავნიშნე ოპერაციის დღე და სახლში მისულს კოტე მეუბნება, ძალიან ახლო კოვიდკონტაქტი ვარო.
პანიკა ისტერიკაში გადამივიდა! ყოველ დღე ვტესტავდი კოტეს. იმდენი პისიარი გავუკეთე, მგონი, ნესტოები ცოტათი გავუფართოვე. გადავრჩით.
მივედი კლინიკაში, გამიკეთეს ანალიზები და მკითხეს, თქვენ კოვიდი გადაიტანეთო? არა-მეთქი. კი ბატონო, კოვიდი გაქვთ გადატანილიო.
აღმოჩნდა, რომ კოტეს კოვიდკონტაქტამდე გაცილებით ადრე გადამიტანია ვირუსი ისე, რომ საერთოდ ვერაფერი გავიგე. რა, როდის, რანაირად, წარმოდგენა არ მაქვს. სამწუხაროდ, კოტეს ტყუილად გავუფართოვე ნესტოები და ახლა ვუხდი ბოდიშს“,- ამბობს ჩირაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵თქვენს იმედზე ვარ, სიცოცხლე გავრისკე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს
🔵სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე
🔵„არავითარი ინფორმაცია არ მქონია, რომ საქართველოში იყო“ - გიული ალასანიას პირველი კომენტარი
🔵„ვიცოდი რომ ფ...უს სიყვარული დაღუპავდა მაგას“- რას წერს ფარულავა სააკაშვილზე?