Digest Logo

კოვიდპასპორტები საქართველოში სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს იქნება - გაბუნია

1622533765
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

გაბუნიას თქმით, კოვიდპასპორტებზე მუშაობა მიმდინარეობს და ძირითადად ტექნოლოგიური პროცესია დარჩენილი.

„კოვიდპასპორტებზე მუშაობა მიმდინარეობს. ძირითადად არის ტექნოლოგიური პროცესი. ვფიქრობ ამას გარკვეული დრო დასჭირდება და სავარაუდოდ, ივნისის ბოლოსკენ დასრულებული პროდუქტი გვექნება. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მოლოდინი ასეთია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 354 196-ს შეადგენს.

„კომენდანტის საათის“ დრო შემცირდა