Digest Logo

მამაც აღარ მყავს... - გოგონას, რომელიც მთელი დღეა შველას ითხოვს, ინფიცირებული დედ-მამა გარდაეცვალა

1604612938
კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

„ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ“, - ასე სრულდებოდა მარიამ კაკაურიძის წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ ვირუსულად გავრცელდა. როგორც მან დაიჯესტს, უთხრა საზოგადოება მის დახმარებას მართლა შეეცადა, თუმცა ყველა მცდელობა დაგვიანებული აღმოჩნდა. ვერცერთი ვერ გადარჩა.

„მამაც აღარ მყავს, შემეშვით“, - დაწერა მან თავის ფეისბუქ გვერდზე.

ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე მარიამი „დაიჯესტს“ ესაუბრა.

„მშობლები სახლში მკურნალობდნენ. მეექვსე დღეს თავად მივიდნენ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში. მამას გაუკეთეს პსრ და დააწვინეს. დედას არ გაუკეთეს, არ გჭირდებაო. მამას 3დღის მერე უარყოფითი მოუვიდა ტესტის პასუხი და გამოწერეს კლინიკიდან, ხოლო გორში მერვე დღეს დაუდასტურდა“, - გვითხრა მარიამმა.