Digest Logo

„ომიკრონის“ ყველაზე ბოლო, BA.2 შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე პირველი სუბვარიანტი და შედარებით მძიმე დაავადებას იწვევს - თენგიზ ცერცვაძე

1645423595
თენგიზ_ცერცვაძე

კორონავირუსის დომინანტი შტამი „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი, BA.2 ჯანმრთელობისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი წინამორბედი BA.1, სუბვარიანტი,“ - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალ იაპონურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოვლინდა, რომ „ომიკრონის“ BA.2 შტამი, პნევმონიას იწვევს და ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს.

თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორის თქმით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ქვეშტამით გამოწვეული გართულებებით არის განპირობებული.

„BA.2, ანუ „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო ვარიანტი, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და, მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. საქართველოში შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერდოზით აცრილთა რიცხვი“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵თავბრუდახვევა, სმენის დაქვეითება, სივრცეში დეზორიენტაცია, წონასწორობის დაკარგვა... - საგანგაშო პოსტკოვიდური სიმპტომები

🔵„მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით? უხ, თქვენი...“ - სოსო გოგაშვილი თენგიზ ცერცვაძეს დაუპირისპირდა

🔵„PCR ტესტის გარეშეც ყელის, თავის, ძვლების, სახსრების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ტემპერატურა ნიშნავს ომიკრონს“ - ექიმი სოფო ბერიძე მოქალაქეებს მიმართავს

🔵„თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა და ამას თუ გინდა დაგიმტკიცებთ“ - ეკა კვალიაშვილის სკანდალური განცხადება