Digest Logo

როგორია კორონავირუსის სტატისტიკა დღეს - „კოვიდის შემთხვევები რამდენიმე კვირაა არ სცილდება 150 ცალს, დადებითობის მაჩვენებელი არის 0%“

1669569867
კორონა

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კორონავირუსი არ გამქრალა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია.

„კოვიდი ეტაპობრივად გადავიდა რუტინულ პრაქტიკაში, ანუ ჩვენ ყოველდღიურად არ ვაცხადებთ იმ ინფექციურ დაავადებებს, რომელიც შეიძლება ათეულობით გამოვლინდეს, რადგან ეს არის ჩვეულებრივ მიმდინარე რუტინული პრაქტიკა, ახლა ასეა კოვიდიც.

კოვიდის შემთხვევებმა რამდენიმე კვირაა არ სცილდება 150 ცალს, დადებითობის მაჩვენებელი არის 0%, მაგრამ მიუხედავად ამისა ტესტირების პროგრამა გრძელდება, დიაგნოსტიკა მიმდინარეობს, გვაქვს ანტივირუსული მედიკამენტი, გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმალურია. გადის დღეები არც ერთი შემთხვევა არ არის. ეს ყველაფერი განლევისკენ მიდის და მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.