Digest Logo

რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა - რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს?

1716374609
კორონავირუსით გარდაცვლილები

რუსეთის ფედერაციაში, კოვიდ 19-ის ახალი შტამი FLiRT-ი 178 ადამიანს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია როსპოტრებნადზორზე დაყრდნობით  ავრცელებს.

„გამოვლინდა FLiRT-ის ახალი ვარიანტების 178 შემთხვევა, მათ შორის KP.2, KP.1.1 და KS.1. ახალი ქვეშტამები არ წარმოადგენენ იმაზე დიდ საფრთხეს, როგორც თავდაპირველი ვარიანტები“, - აცხადებენ „როსპოტრებნადზორში“.

FLiRT-ის სიმპტომები ომიკრონის ვარიანტის მსგავსია.

მას ახასიათებს ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, სისუსტე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გემოვნების/ყნოსვის დაკარგვა.

„როსპოტრებნადზორმა“ ქვეყანაში COVID 19-ის შემთხვევების დაფიქსირებულ ზრდას „პროგნოზირებადი“ უწოდა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყოველდღე ვფიქრობ სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია...სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით“ - მაია ბითაძე

⭕+29, +31 გრადუსი - საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

⭕„მიყვარხარ და იცოდე, რომ გასახელებ...“ – პაატა გულიაშვილს შვილი დაბადების დღეს ულოცავს

წყარო: newshub.ge