ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს და არ საჭიროებს კლინიკაში გადაყვანას.
მისი თქმით, სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ომიკრონის მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა.
„შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის, არ საჭიროებს ასეთ დროს პაციენტი ჰოსპიტალიზაციას. სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ომიკრონის მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, შესაძლოა იყოს ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, შეიძლება იყოს დიარეა. ეს არის ის სიმპტომები, რაც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციების შემთხვევაში, სხვა ტიპური გრიპის შემთხვევაშიც. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბინაზე დარჩენა, ოჯახის ექიმის მითითებების შესრულება. არ არის საჭირო ზედმეტი გამოკვლევების ჩატარება და ასევე ჰოსპიტალიზაცია", - აცხადებს თამარ გაბუნია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
რატომ გაიქცა გურამ არუთინაშვილი სტუდიიდან? - სკანდალური ეთერი
„8 სახლის კომუნალურებს და 4 მანქანის საწვავს ეხუმრებით?!“ - ბონდო მძინარაშვილი სოსო გოგაშვილზე
რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია