Digest Logo

„სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს და გამოიყენეთ პირბადე“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

1692273042
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდ-19-ის კიდევ ერთი შტამი გამოჩნდა, რომელიც წინა ვარიანტებთან შედარებით მსუბუქია, თუმცა ხალხს ურჩევს, რომ პირბადე აუცილებლად გამოიყენონ.

„კორონავირუსის ახალ შტამი, EG.5.

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს და გამოიყენეთ პირბადე.

ეს ვარიანტი უფრო მეტად გადამდები არის (სხვა შტამებთან შედარებით) და უკვე 50 მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
საქართველოში ეს ვარიანტი ზაფხულიდან არის და უკვე ყველა კოვიდ ინფიცირებულების 50% შეადგენს.

ძირითადი სიმპტომები:

ხველა,  ყელის ტკივილი, და  საერთო სისუსტე ახასიათებს.

კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია.

არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები:
რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი,  მშრალი ხველა და ცხვირიდან გამონადენი.

რისკის ჯგუფები:

70 წლის გადაცილებული
 ქრონიკული პაციენტები
 მთავარია, საპანიკო არაფერი არ არის.
 თავს გაუფრთხილდით და მოიმარაგეთ პირბადეები“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ავარიას გურჯაანში ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა

🎥 „გიჭირს იმის გაფიქრება, ფრაგმენტები არ იყოს ცალ-ცალკე...“ - სალომე ხეთაგურის აქამდე უცნობი ვიდეო

🎥 „მიყვარხარ, ცოლად გამომყვები?“ - ნანუკა სტამბოლიშვილისა და ჰალილის შთამბეჭდავი კადრები სერიალიდან