Digest Logo

🎥 „გიჭირს იმის გაფიქრება, ფრაგმენტები არ იყოს ცალ-ცალკე...“ - სალომე ხეთაგურის აქამდე უცნობი ვიდეო

1692256221
სალომე ხეთაგური

შოვში 15 აგვისტოს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, მაშველებმა დაღუპულს სტიქიის ეპიცენტრში მიაგნეს. 

 ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურის აღმოჩნდა. იგი მამამ ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო.

სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგოს აქამდე უცნობი ვიდეო გავრცელდა👇

„ხანდახან უდიდეს ტკივილშიც კი გაგაოცებს ბუნება.. მაშინ როცა ამდენი სულის შემძვრელი ინფორმაცია მოდის შოვიდან.. ძალა აღარ გაქვს მოისმინო ..  ელოდები, იქნებ იპოვონ შენი ოჯახის წევრი მიცვალებული მაინც ..

გიჭირს იმის გაფიქრება ფრაგმენტები (რა საშინელი სიტყვაა) არ იყოს ცალ-ცალკე.. 

ჩემო სალომე (ხეთაგური)შენი მხიარული სახე კი ჩააქრო ბოროტმა სიკვდილმა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყავი ღმერთსაც კი შეეცოდე და ამ ჯოჯოხეთში სრულყოფილი დაგვიბრუნდები სახლში, შენს სახლში ჩემო პატარა ანგელოზო..

კიდევ მადლობა მაშველებს.. მოხალისეებს ჯარს.. სრულიად ყველას..ეს სახელმწიფოა.. ეს საქართველოა დიდი ტკივილით.. 

გადარჩენილებმაც და გარდაცვლილების ახლობლებმა ტაძარში ვილოცოთ მათი სულებისთვის.. ასე უფრო სულიერ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ..

P.S. სალომეს გადმოასვენებენ თავის სახლში ზეგ, 18-ში ვარკეთილის დასახლება, გუდამაყრის 22.


ჩემო ანგელოზო დისშვილიშვილო, დიდი ტკივილი შემოიტანე მიშა ბაბუს და შუშანა ბებოს მონაგარში..“, - წერს მაიკო ჩაგელიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიყვარხარ, ცოლად გამომყვები?“ - ნანუკა სტამბოლიშვილისა და ჰალილის შთამბეჭდავი კადრები სერიალიდან

🔵„დღეს კარგია უახლოესი 1 თვის გეგმების ჩამოწერა და დაფიქსირება ფურცელზე“ - მიხეილ ცაგარელის რჩევები ახალმთვარეობისთვის

🔵„დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე ენერგიების დღე - ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ“ - მიხეილ ცაგარელი3 წუთის წინ