
ანესთეიზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ანი ქავთარაძე ვაქცინისა და პირბადის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
ქავთარაძე წერს, რომ ვაქცინის გაკეთება რისკს არ შეიცვას და არც პირბადის ტარება აზიანებს ადამიანის ორგანიზმს, ამის დასტურად პირადი გამოცდილება მოჰყავს. მისი თქმით, ვაქცინა უძვირფასეს ადამიანებს, შვილებს გაუკეთა, ხოლო პირბადის ტარება პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე უწყვეტ რეჟიმში უწევს.
ქავთარაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„დაახლოებით, 3 კვირის წინ ავცერი ჩემი ოჯახის წევრები, გრიპის საწინააღმდეგო 3-კომპონენტიანი ვაქცინით, დღეს ავიცერი მე, როგორც რისკ-ჯგუფი – 4-კომპონენტიანით.
დილის 9 საათიდან მიკეთია 2 ნიღაბი:
N95 და მისი დაბინძურებისგან დასაცავად ჩვეულებრივი, ქირურგიული ნიღაბი, რომლის გაკეთებასაც აპროტესტებს ბევრი თქვენგანი, ქირურგიული ნიღაბი, რომელიც 2003 წლიდან ჩემი უცვლელი „მეგობარია“.
აქედან დასკვნა:
ვაქცინაცია რომ იყოს საფრთხის შემცველი, არ ავცრიდი ჩემთვის ყველაზე ძვირფასს - შვილებს და არ ავიცრებოდი მეც.
ნიღაბი, რომ არ მიცავდეს და იცავდეს სხვებს არ გავიკეთებდი, არასდროს
ნიღაბი რომ კლავდეს, მკვდარი ვიქნებოდი დიდი ხნით ადრე!
P.S ჩემი ინფორმაციით, ვაქცინაციის კაბინეტებს ვაქსიგრიპი ექნებათ რამდენიმე დღეში, არა რისკ-ჯგუფებისთვისაც!“, - წერს ანი ქავთარაძე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცნობილია, რამდენი კოვიდინფიცირებული მკურნალობს სახლში
რომელი წამლები უნდა მიიღოთ კოვიდ 19-ის სახლში მკურნალობისას? - დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი
სახიფათო სიმპტომები, რომლის დროსაც სახლში უნდა დარჩეთ - გაფრთხილება მამუჩიშვილისგან