2022 წლის მსოფლიო თასი დაიწყო და ქართულ ტელესივრცესა თუ სოციალურ მედიაში დიდი ინტენსივობით განიხილება ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სახელი და მიდის დისკუსია რომელია სწორი: საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორი ფორმაა კატარი, თუმცა მეორე ნაწილი არ ეთანხმება და ამბობს, რომ დედაქალაქს ჰქვია ყატარი.
აღნიშნულ თემას, არაბისტებთან ერთად, სახელმწიფო ენის დეპარტამენტიც გამოეხმაურა. მათი განცხადებით, არაბული ბგერა ق (კაფ) - რომლითაც იწყება ქვეყნის არაბული სახელწოდება قطر - ფონეტიკურად ხასიათდება, როგორც უვულარული, ყრუ, ხშული. მას ქართულში ზუსტი შესატყვისი არ აქვს, თუმცა ფონეტიკური თვალსაზრისით, ق (კაფ) ყველაზე ახლოსაა ქართულ უკანა სასისმიერ, გლოტალიზებულ ყრუ, ხშულ თანხმოვან კ-სთან.