დღეს, 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა კლინიკასთან გააკეთა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ის 1977 წლის 25 დეკემბერს აირჩიეს. მისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში მოქმედი ტაძრებისა და მონასტრების რაოდენობა რამდენიმე ათეულიდან 1000-მდე გაიზარდა, ხოლო ეპარქიების რიცხვი 15-დან 47-მდე შეიცვალა. აღდგა და აშენდა მრავალი ეკლესია. ილია II აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში და მონაწილეობდა ქვეყნისთვის საკვანძო მოვლენებში.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე აქ დამტოვა, მომასწრო ლევანიკოსთან წასვლა“ - მელიტა ფურცელაძე გარდაცვლილ მეუღლეზე
⭕„ჯადო არის ირაციონალური პასუხი რაციონალურ პრობლემებზე...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე
⭕„დე, სთხოვე უფალს, ნუ წაიყვანს, ჩვენი პატრიარქი მთელ ერს აქ გვჭირდება!“ - დედა თინათინი