„მაგია 08.08 ლომის კარიბჭის გახსნა. 8 აგვისტო ეზოტერულ ტრადიციებში განსაკუთრებული ენერგიის დღედ ითვლება. ბევრი მას „ლომის კარიბჭეს“ უწოდებს პერიოდს, რომელსაც სიმბოლურად უკავშირებენ ახალი მიზნების, შინაგანი ძალისა და ცვლილებების დაწყებას“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:
„💫 ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა მინდა სინამდვილეში?“ არა ის, რასაც სხვები ელიან, არამედ ის, რასაც თქვენი გული გკარნახობთ. ეს კარგი დროა, რომ ყურადღება საკუთარ მიზნებსა და ოცნებებზე გადაიტანოთ.
🔥 08.08-ის პრაქტიკა 📄 აიღეთ სუფთა ფურცელი.
✍️ დაწერეთ ზუსტად 8 სიტყვა, რომლებიც ასახავს იმას, რისი მოზიდვაც გსურთ (მაგალითად: სიყვარული, ჯანმრთელობა, სიუხვე, წარმატება, საკუთარი სახლი, მოგზაურობა, ჰარმონია, შთაგონება).
♾️ ზემოთ სამჯერ დახაზეთ უსასრულობის ნიშანი.
🤲 დაკეცეთ ფურცელი, დაიჭირეთ ხელისგულებში, დახუჭეთ თვალები და რამდენიმე წუთით წარმოიდგინეთ, თითქოს ეს ყველაფერი უკვე ახდენილია. იგრძენით სიხარული, მადლიერება და სიმშვიდე.
🗣 სამჯერ თქვით: „მე ვიხსნები ახალი შესაძლებლობებისთვის“.
❤️ შემდეგ წითელი ძაფით შეახვიეთ ფურცელი, ერთი დღე დატოვეთ ფანჯრის რაფაზე, შემდეგ კი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას, სანამ თქვენი სურვილი არ შესრულდება.
✨ ნუ შეგეშინდებათ დიდი სურვილების. ყველაზე მნიშვნელოვანი კი — სურვილს რეალური ნაბიჯებიც დაუმატეთ“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყოველთვის ვცდილობ, ორივეს ერთნაირად გავუნაწილო სიყვარული...“ - თამო ვაშალომიძე შვილებზე
⭕ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი „მალიორკასთან“ გამართა
⭕„შესაძლოა, განკურნება სწორედ მაშინ იწყება, როცა გაქცევას ვწყვეტთ...“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი