Digest Logo

„08.08 — კარმული ძალის და გარდაქმნის დღე, როცა სამყარო გვაძლევს შესაძლებლობას გავლენა მოვახდინოთ საკუთარ ბედზე“ - თაკო მელიქიშვილის რჩევები!

1754671547
 თაკო მელიქიშვილ

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი სტატუსს  აქვეყნებს და 8 აგვისტოს კარმული დღის შესახებ წერს და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს. 

მისი თქმით, ეს არის დღე როცა სამყარო გვაძლევს შესაძლებლობას გავლენა მოვახდინოთ საკუთარ ბედზე.

„08.08 — კარმული ძალის და გარდაქმნის დღე  
08.08 — ეს ორმაგი რვიანის ენერგიაა.

დღე, როცა სამყარო გვაძლევს შესაძლებლობას გავლენა მოვახდინოთ საკუთარ ბედზე.

8 — ეს არის ძალის, ავტორიტეტის, მატერიალური წარმატებისა და სულიერსა და მატერიალურს შორის ბალანსის რიცხვი.

მობრუნებული რვიანი უსასრულობის ნიშანს ჰგავს (∞) — უსასრულო ენერგიისა და კარმის ციკლი.

ეს არის მიზეზისა და შედეგის კანონის დღე:

რასაც გასცემ — იმავე ენერგიით დაგიბრუნდება. 08.08 — კარმული გზაჯვარედინია.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეცდომების გაცნობიერება, პასუხისმგებლობის მიღება და მომავლის მტკიცე საძირკვლის შექმნა.

რისი გაკეთება ღირს დღეს?
• დაასრულე დაუსრულებელი საქმეები
• აპატიე ძველი წყენები და გაუშვი წარსული
• ივარჯიშე მედიტაციაში, ვიზუალიზაციაში, აფირმაციებში
• ჩამოწერე კონკრეტული მიზნები — განსაკუთრებით კარიერასთან, ფინანსებთან და პირად ძალასთან დაკავშირებული
• ივარჯიშე შემოქმედებითად — ლომის ენერგია თავის გამოხატვას ითხოვს
• გადაუხადე მადლობა იმ ყველაფერს, რაც უკვე გაქვს
 

რისი თავიდან აცილებაა რეკომენდებული:

• კონფლიქტები და მკვეთრი სიტყვები — დღეს ნათქვამს ძლიერი კარმული კვალი რჩება
• ფინანსური ავანტიურები და გაუაზრებელი ხარჯები
• ახალი საქმეების დაწყება გეგმის გარეშე
• წუწუნი და ნეგატივში ჩავარდნა — ეს ყველაფერი გაორმაგდება
  პირდაპირი პრაქტიკა: „ვუშვებ ძველს — ვქმნი ახალს“
1. ნაწილი — „ვუშვებ“
ფურცლის ზედა ნაწილში დაწერე:
„დღეს, 08.08, მადლიერებით ვუშვებ ყველაფერს, რაც დასრულდა ჩემს ცხოვრებაში.“
შემდეგ ჩამოწერე თავისუფალ ფორმაში:
• ადამიანები ან ურთიერთობები, რომლებიც ზრდაში გბლოკავენ
• შეზღუდვები და მრწამსები („არ ვარ ღირსი“, „მაინც ვერ გამომივა“ და ა.შ.)
• შიშები, წყენები, სინანული
• სიტუაციები ან პროექტები, რომლებსაც უკვე დროა წარსულს ჩავაბაროთ
ყოველი ჩანაწერის შემდეგ დაამატე:
„მადლობა და ვუშვებ.“
2. ნაწილი — „ვქმნი ახალს“
ახალ ფურცელზე (ან იმავე გვერდის მეორე მხარეს) დაწერე:
„ვირჩევ, ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვა…“
შემდეგ ჩამოწერე ზუსტად 8 სურვილი ან მიზანი — ვიბრაციებში რომ შევიდე რვიანის ენერგიასთან.
დაწერე ახლანდელი დროის ფორმით, თითქოს ეს უკვე ასრულდა:
• „ვცხოვრობ ჰარმონიაში საკუთარ თავთან.“
• „ჩემი საქმე მაძლევს სიხარულსაც და შემოსავალსაც.“
• „ვიმყოფები ძლიერ, სავსე და მზრუნველ ურთიერთობაში.“
3. დაასრულე პრაქტიკა ასე:• ფურცელი „ვუშვებ“ — შეგიძლია დაწვა და ფერფლი ჰაერში გააფანტო ან მდინარეს გაატანო• ფურცელი „ვქმნი“ — ჩადე ლამაზ კონვერტში ან დღიურში და დროდადრო გადახედე“, - წერს თაკო მელიქიშვილი.