Digest Logo

10 აგვისტოს პლანეტების დიდი აღლუმია - რა ცვლილებებს მოუტანს თითოეულ ადამიანს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა და რა უნდა გააკეთოთ წარმატებისთვის

1754553429
ასტროლოგია, ჰოროსკოპი, პლანეტები

2025 წლის 10 აგვისტოს პლანეტების დიდი აღლუმია. ამ დღეს მერკური, იუპიტერი, ვენერა, ურანი, ნეპტუნი და სატურნი ერთ ხაზზე განლაგდებიან. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს შეუძლია, ადამიანებს ძლიერი ენერგია მოუტანოს და სასარგებლო ცვლილებები წაახალისოს.

პლანეტების აღლუმს ტრანსფორმაციისა და სულიერი ზრდის პერიოდს უწოდებენ. თითოეული ადამიანი 6 პლანეტის დადებით გავლენას იგრძნობს და მოტივაციაც გაიზრდება. შესანიშნავი დღეა იმისათვის, რომ სამომავლო გეგმები დასახოთ, იდეები ჩამოაყალიბოთ და თქვენი მიზნებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ.

თუკი ამ დღეს რაიმე ახალს წამოიწყებთ, ან არსებულის განვითარებას შეეცდებით, იმაზე გაცილებით მეტ წარმატებას მიიღებთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

ასტროლოგები პლანეტების აღლუმს კარმულად დატვირთულ დღეს უწოდებენ. ამიტომ, ამ დღისთვის არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც აღნიშნული ენერგიის სწორად გამოყენებაში დაგეხმარებათ:

✅ პირველ რიგში, ჩამოწერეთ ის, რაც გინდათ, რომ შეცვალოთ. ასევე, დაწერეთ თქვენი გეგმებისა და მიზნების შესახებ.

✅ შეეცადეთ, დღე პოზიტიურად გაატაროთ, გამოხატოთ სითბო, სიყვარული, დაეხმაროთ ადამიანებს. დადებითი ენერგია კარმულად უკან დაგიბრუნდებათ.

✅ ჩაატარეთ ე.წ. კარმული განწმენდა. შეეცადეთ, ადამიანებს ძველი წყენები აპატიოთ და თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოთ.

რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული?

⚠️  ნუ დაუთმოთ ამ დღეს დროს ქაოსს, კამათსა და დაპირისპირებას. კონცენტრირდით თქვენს თავსა და შესაძლებლობებზე, დაიწყეთ ცვლილებებზე ფიქრი და შესაბამისად იმოქმედეთ. ეს პერიოდი მოძველებული ურთიერთობებისა და ტოქსიკური კავშირების საბოლოოდ მოშორებისთვის იდეალურია.

⚠️  პლანეტების აღლუმი გვიბიძგებს, საკუთარ თავს ახლებურად შევხედოთ, გავაანალიზოთ ის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით და დავფიქრდეთ, თუ რა გვიშლის ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში. თუმცა, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ იმპულსური გადაწყვეტილებებისაგან თავი შევიკავოთ და ემოციურად ზედმეტად გადაღლას შეძლებისდაგვარად მოვერიდოთ.

⚠️  ასევე, ამ დღეს ახალი კონტრაქტების გაფორმება რეკომენდებული არ არის. ჯობს, რაღაცები დაგეგმოთ და კონკრეტული გადაწყვეტილებები შემდეგ მიიღოთ.

⚠️ ზოგადად, პლანეტების აღლუმი არის ფენომენი, რომელიც, თითქოს, ჩვენი ცხოვრების ყველა მოვლენას ლოგიკურ სერიაში აწყობს. შესაბამისად, შესაძლოა, არაერთი მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინოთ, არსებული ურთიერთობები, საქმეები, მიღწევები გადააფასოთ და თქვენი ცხოვრების სხვა ეტაპზე გადასვლა დაგეგმოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მთელი წელი დაუღალავად ვშრომობდი, შეუდარებელი და უტკბილესი გრძნობა იყო ქულების ნახვა“ - გაიცანით დები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღეს

„ყველაზე დახვეწილი, შარმიანი“ - სალომე ღვინიაშვილის მოგზაურობა საბერძნეთში გრძელდება

„ტემპერატურა კვლავ დაბალ ნიშნულზე დარჩება...“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე

წყარო: www.beaumonde.ge