Digest Logo

10 ივლისს თხის რქის ნიშანში სავსე მთვარეა - რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე და რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

1752044329
 სავსე მთვარეა

2025 წლის 10 ივლისს თხის რქის ნიშანში სავსე მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 10 ივლისის სავსემთვარეობა გავლენას თითოეულ ადამიანზე მოახდენს.

სავსე მთვარე უზარმაზარი ენერგიით აგვავსებს. თხის რქა კი განსაკუთრებულ წარმატებას ჰპირდება იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტს, ყურადღება სამუშაოზე, პასუხისმგებლობებსა და უფრო პრაქტიკულ საკითხებზე გაამახვილოს. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში უნდა განვახორციელოთ ყველაფერი, რაზედაც 25 ივნისს, ახალი მთვარის დროს ვიფიქრეთ. 10 ივლისის სავსემთვარეობა ახალი გეგმების ჩამოყალიბებისა და მიზნების დასახვისთვის საუკეთესო პერიოდია.

ეს დღე შესანიშნავია იმისათვის, რომ დრო საყვარელ საქმეს მიუძღვნათ და საბოლოოდ დაასრულოთ ის პროექტები, რომლებიც წამოიწყეთ.

რატომ არის 2025 წლის 10 ივლისის სავსემთვარეობა სახიფათო?
 
როგორც აღვნიშნეთ, ამ დღეს ბევრი ადამიანი მოზღვავებულ ენერგიას იგრძნობს. თუმცა, შესაძლოა, ეს ენერგია ზედმეტიც კი იყოს. შფოთვისა და ემოციური ფონის გაზრდის რისკი მაღალია. ამიტომ, კონფლიქტების ალბათობაც იზრდება. შესაძლოა, სხვა ადამიანების ნათქვამი არასწორად აღიქვათ, ტყუილისა და მანიპულაციის მსხვერპლი გახდეთ ან მომატებული ემოციური ფონის გამო, იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღოთ.

გარდა ამისა, ამავე დღეს შესაძლოა, თქვენი ყველა მიღწევა გააუფერულოთ და ჩათვალოთ, რომ არაფერი გამოგდით, ვერაფერს მიაღწევთ... ნუ ინერვიულებთ, მალე მოტივაცია ისევ დაგიბრუნდებათ. მთავარია, მოულოდნელი და რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

რა გავლენას მოახდენს 10 ივლისის სავსე მთვარე ზოდიაქოს ნიშნებზე?

ტყუპები, კირჩხიბი და მერწყული დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკავებულები და ძალიან აღფრთოვანებულები იქნებიან პროფესიული პერსპექტივებით, მაგრამ ღამით, მათ შეიძლება, მომავლის გამო დიდი შფოთვა დაიწყონ. აქ საუკეთესო ვარიანტი თბილი შხაპის მიღება და ადრე დაძინებაა. უმჯობესია, ძილის წინ რაიმე წაიკითხოთ, სასურველ ფილმს უყუროთ, საყვარელ მუსიკას მოუსმინოთ და დამშვიდდეთ.

ვერძის, ქალწულისა და კუროს ნიშნის წარმომადგენლები გავლენას ყველაზე ნაკლებად იგრძნობენ. მთავარია, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. წარსულის გამო დარდი არ ღირს. სამომავლო გეგმები დაისახეთ და წარმატებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგით.

ლომის, მორიელისა და თევზების ნიშნის წარმომადგენლებმა შეიძლება, იფიქრონ, რომ ყველაფერი მათ წინააღმდეგაა… ამ დღეს მომატებული ემოციურობა შეგაწუხებთ, ნებისმიერი კამათი შესაძლოა ძალიან დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. შეეცადეთ, ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. დრო პიროვნულ განვითარებას დაუთმეთ. დარეგისტრირდით სასურველ კურსებზე, დაიწყეთ უცხოური ენის შესწავლა ან არსებული დონის გაუმჯობესება და დაკავდით იმ საქმით, რომელიც გიყვართ.

მშვილდოსნის, თხის რქისა და სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს სავსე მთვარე მისცემს შესაძლებლობას, რომ საკუთარ კარიერას სხვა კუთხით შეხედონ. შესაძლოა, ახლა ისეთ ადგილზე ხართ, სადაც განვითარების პერსპექტივას ვეღარ ხედავთ. დაიწყეთ ცვლილებებზე ფიქრი, თუმცა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დაილოცოს თქვენი დედაშვილობა“ - მარიამ ელიეშვილი პატარა საბასთან ერთად პოზირებს

🎥 თუ ხარ ადამიანი, რომელიც წყალს ხელმეორედ ადუღებს, მაშინ ეს ინფორმაცია შენთვისაა! - „მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში უნაყოფობას იწვევს“

🎥 „თვითმკურნალობა და ხალხური მეთოდებით მკურნალობა არ არის რეკომენდებული“ - რა იწვევს მეჭეჭებს და როგორ ვუმკურნალოთ მას, ზაზა თელიას რჩევა

წყარო: www.beaumonde.ge