Digest Logo

🎥 „თვითმკურნალობა და ხალხური მეთოდებით მკურნალობა არ არის რეკომენდებული“ - რა იწვევს მეჭეჭებს და როგორ ვუმკურნალოთ მას, ზაზა თელიას რჩევა

1752040825
ზაზა თელია

მეჭეჭები როგორც წესი ლოკალიზდებიან სახეზე და ხელებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას. წარმონაქმნების ძირითადი მიზეზია პაპილომა ვირუსი, რომელიც გადაედება დაავადებულ ადამიანთან კონტაქტისას ან საერთო ნივთების ქონის შემთხვევაში. 

დაავადების სიმპტომებია ქავილი, წარმონაქმნის ტკივილი და კანის დაჭიმულობა, რაც შემაწუხებელია. ასეთ დროს ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, რომელიც არაერთ ხალხურ მეთოდს მოიცავს. 

სპეციალისტების რეკომენდაციით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ მსგავსი ტიპის მკურნალობას.  როგორია სწორი გზები მეჭეჭისგან გასათავისუფლებლად - აღნიშნულის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„მეჭეჭებს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი. არსებობს ცხოველის პაპილომაც. ის შეიძლება შეგვხვდეს კანის ნებისმიერ ადგილას, სახე, ხელი, ფეხი, ფეხის გული და ა.შ. 

ვიცით, რომ ეს არის გადამდები, ბავშვებში ძალიან ხშირია. უშუალო კონტაქტით ხდება გადადება, კანით კანთან კონტაქტით, ან პირსახოცით.

არსებობს რამდენიმე ტიპის: ყველაზე ხშირი მეჭეჭები, ხელის და ფეხის გულების მეჭეჭები, ფრჩხილქვეშა მეჭეჭები, ფრჩხილის გარშემო, ლორწოვანის მეჭეჭები. 

თვითმკურნალობა და ხალხური მეთოდებით მკურნალობა არ არის რეკომენდებული. ეს თვითგანკურნებადია, გარკვეული პერიოდის შემდეგ პიკს აღწევს და იმუნური სისტემა მას აქრობს“, - ამბობს ზაზა თელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ემოციები ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს, დაკავდით მსუბუქი სპორტით“ - 9 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

ლელა მებურიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - „მიყვარს ეს ლამაზი წყვილი“

გორში 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს