Digest Logo

„10 თებერვალს დრაკონის წელს დადებითი განწყობით შევხვდეთ, რადგან მთელი წელი ზუსტად ისეთი განწყობა გვექნება“ - მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე

1707115963
მიხეილ ცაგარელი

„2024 წლის მთავარი სიმბოლო - მწვანე ხის დრაკონი არაერთ ადამიანს წარმატებასა და აღიარებას ჰპირდება და სწორედ 10 თებერვალს, შაბათს შემოდის დრაკონის წელიწადი ოფიციალურად“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

ცაგარელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კვირაში გვაქვს მე-13 ახალმთვარეობა. 

მიმდინარე კვირის ტენდენციებს რაც შეეხება, ასტროლოგის თქმით, უმჯობესია 10 თებერვალს დადებითი განწყობით შემხვდეთ, რადგან მთელ წელს ასე გაატარებთ.

„მიმდინარე კვირა გავყოთ ორ ნაწილად. 9 თებერვლამდე კარგი პერიოდია, მოლაპარაკებებისთვის და სხვადასხვა პროექტის განხორციელების კუთხით, მაგრამ არის სამი პროვოკაციული დღე - პარასკევი, შაბათი, კვირა - ნეგატიური დღეებია და ეს სამი დღე გავიაროთ ფრთხილად და მშვიდ ვითარებაში, იმატებს ფარული ჭორები, წყალქვეშა დინებები, მაგრამ გთხოვთ, 7-ჯერ გაზომეთ ერთხელ გაჭერით.

ხვალ, 6 თებერვალს რა ხდება კიდე ცის კაბადონზე? პლანეტა მერკური გადადის 25 თებერვლამდე მერწყულის ზოდიაქოში, ანუ გონება გახდება მახვილი და იდეების განხორციელება გახდება მარტივი“,- აცხადებს ასტროლოგი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

⭕🎥 ტოჩინოშინმა სპორტული კარიერა დაასრულა - ემოციური კადრები თმის მოჭრის ცერემონიალიდან

⭕„უმრავლესობას მაინც მე ვგონივარ“ - ნანიკო ხაზარაძე დედის ფოტოს აქვეყნებს

⭕„მუსიკის მოსმენა, ცეკვა და სექსი, ისედაც შეიძლება ფხიზელზე, ნარატივი, რომ ნარკოტიკის გარეშე გართობა შეუძლებელია, არის არასწორი“- რას წერს ზურა სიხარულიძე