Digest Logo

„10.10 ძლიერი წინსვლის დღე: ახალმთვარეობა აგისრულებთ იმას, რაზედაც დღეს იოცნებებთ!“ - თაკო მელიქიშვილი

1791615924
თაკო მელიქიშვილი

10 ოქტომბერი წარმატების, მიღწევებისა და დიდი რეალიზაციის დღეა!

დღის ენერგიებია: 1 • 3 • 4. ეს ის შემთხვევაა, როცა მიზანს დაისახავ და მის მისაღწევად პირდაპირ მიდიხარ სხვის აზრს კი ყურადღებას არ აქცევ.

⚡ დღის ენერგიას აძლიერებს მაგიური თარიღი 10.10 და ახალმთვარეობა სასწორის ნიშანში.

დღეს შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ, მიზნები დაისახოთ, სასურველი შედეგისთვის განეწყოთ და ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას მიუახლოვდეთ.

📝 აუცილებლად აიღეთ კალამი და ფურცელი! მადლიერება, სურვილები, გეგმები და მიზნები ჯადოსნური ფრაზით დაიწყეთ: „მადლიერებით ვიღებ…“ დღეს თვითპროგრამირების პრაქტიკამ შეიძლება საოცარი შედეგი მოგიტანოთ! 🙏 დაწერეთ ისე, თითქოს სასურველი უკვე თქვენი რეალობაა: „მადლიერებით ვიღებ ფინანსურ სიუხვეს“, „მადლიერებით ვიღებ ორმხრივ სიყვარულს“, „მადლიერებით ვიღებ წარმატებულ რეალიზებას“.

💃 იმისთვის, რომ ათიანის ენერგია განულებაში არ წავიდეს, დილიდანვე ფიზიკურად უნდა გააქტიურდეთ! არ იფიქროთ, რომ დღეს შაბათია. ჩართეთ საყვარელი, ენერგიული მუსიკა და სულ მცირე 15–20 წუთი იცეკვეთ, იხტუნეთ, სხეული აამოძრავეთ — ენერგია მთელ სხეულში გაანაწილეთ!

🔥 დღეს საქმეებზე მოგიწევთ სირბილი და ბევრი საკითხის გზადაგზა გადაწყვეტა. შაბათი ძალიან აქტიური იქნება: მოგინდებათ, ესეც გააკეთოთ, ისიც და გარშემომყოფებიც საქმეში ჩართოთ. ენერგია იმდენი გექნებათ, რომ თქვენი გაჩერება თითქმის შეუძლებელი იქნება!

⚠️ ოღონდ გარშემომყოფებზე ზეწოლას ნუ მოახდენთ. ნუ აუწევთ ხმას და ნუ გაბრაზდებით: „მე ხომ ვიცი, როგორ არის სწორი! რატომ არ მისმენ?“ დღეს ყველას მშვიდად, სიყვარულითა და კეთილგანწყობით ესაუბრეთ.

🎨 დღის განმავლობაში აუცილებლად დაუთმეთ დრო რაიმე შემოქმედებით საქმიანობას. დახატეთ, იცეკვეთ, ლამაზი კერძი მოამზადეთ, ახალი იმიჯი შექმენით ან აგარაკზე ღობეც კი შეღებეთ! მთავარია, დღის ძლიერი ენერგია შემოქმედებითად გამოიყენოთ.

💎 სპორტი, შემოქმედება და კალმით ფურცელზე დაწერილი სურვილები ეს არის თქვენი წარმატების ფორმულა 10.10-ისთვის. გარწმუნებთ: ყველაფერი, რასაც დღეს სწორად ჩამოაყალიბებთ და მოქმედებებით გაამყარებთ, ყველაზე ხელსაყრელი გზით დაიწყებს განხორციელებას!

❤️ იყავით ყველაზე ბედნიერები, მდიდრები, წარმატებულები, შეყვარებულები და სიყვარულით განებივრებულები!

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამორიცხეთ ლაშქრობა და მსგავსი აქტივობები...“ - 10 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ოქტომბერს საქართველოში

⭕„სასარგებლოა არსებული ვალდებულებებისა და გეგმების გადახედვა“ - სატურნის რეტროგრადული მოძრაობა: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

✕