სატურნი უტარა ბჰადრაპადა ნაკშატრაში. (მოთმინება, შინაგანი სიმტკიცე და გააზრებული ნაბიჯები).
2026 წლის 9 ოქტომბერს სატურნი რეტროგრადული მოძრაობით უტარა ბჰადრაპადას ნაკშატრაში დაბრუნდა, სადაც 2027 წლის 8 თებერვლამდე დარჩება.
პირდაპირ მოძრაობაზე ის 11 დეკემბერს გადავა უტარა ბჰადრაპადა ვედურ ტრადიციაში სიღრმესა და დაფარულ ძალას უკავშირდება.
სატურნი გვახსენებს პასუხისმგებლობას, მოთმინებასა და ქმედებების შედეგებს. ამ პერიოდის მთავარი ტრანსფორმაციის სფერო შეიძლება იყოს შინაგანი სიმტკიცის გაძლიერება:
ესაა დრო რომ დავასრულოთ გადადებული საქმეები და უფრო გააზრებულად ავირჩიოთ, რას ვუთმობთ დროსა და ენერგიას. ეს შეფასება ეყრდნობა სატურნის ამჟამინდელ პოზიციას, თევზების ნიშანში. ნაკშატრაში დაბრუნება უკვე მიმდინარე ტრანზიტის ახალი ეტაპია:
🌿 შედარებით ხელსაყრელი ფონი
კურო ♉ სატურნი თქვენი მთვარიდან მეთერთმეტე პოზიციაშია. ტრადიციულად ეს ხელსაყრელ მდებარეობად ითვლება ხანგრძლივი მიზნების, სასარგებლო თანამშრომლობისა და თანმიმდევრული შრომის შედეგების მისაღებად. წინსვლა უფრო მეტად მოთმინებასა და უკვე შექმნილ საფუძველს შეიძლება დაეყრდნოს.
სასწორი ♎ სატურნი მეექვსე პოზიციაშია. აქ შეიძლება გამოიკვეთოს დაბრკოლებების გადალახვის, დისციპლინისა და ყოველდღიური საქმეების მოწესრიგების შესაძლებლობა. სასიკეთო მიმართულებაა დაგროვილი ვალდებულებების ეტაპობრივად მოგვარება და საკუთარი საზღვრების დაცვა.
თხის რქა ♑ სატურნი მესამე პოზიციაშია, ეს ტრადიციულად შედარებით ხელსაყრელი ტრანზიტია პირადი ინიციატივის, გამბედაობისა და უნარების განვითარებისთვის. შედეგს საკუთარი ძალისხმევა ქმნის. თხის რქის მთვარისთვის ამ პერიოდში სადე-სატი აღარ მიმდინარეობს. მეტი მოთმინებისა და ყურადღების მომთხოვნი ფონი.
ვერძი ♈ მიმდინარეობს სადე-სატის პირველი ფაზა, სატურნი მთვარიდან მეთორმეტე პოზიციაშია. ყურადღება შეიძლება მიიქციოს ხარჯებმა, დასვენების საჭიროებამ და ძველი ეტაპების დასრულებამ. სასარგებლოა რესურსების გააზრებული განაწილება და ზედმეტი ვალდებულებების შემცირება.
თევზები ♓ მიმდინარეობს სადე-სატის მეორე ფაზა, სატურნი თქვენი მთვარის ნიშანშია. ტრადიციულად ეს პირადი პასუხისმგებლობისა და პრიორიტეტების გადაფასების პერიოდად განიხილება. საკუთარ თავს მიეცით დრო; მნიშვნელოვანი არჩევანი სიმშვიდეში და რეალური გარემოებების გათვალისწინებით გააკეთეთ.
მერწყული ♒ მიმდინარეობს სადე-სატის მესამე, ბოლო ფაზა, სატურნი მთვარიდან მეორე პოზიციაშია. ყურადღების სფეროებია ოჯახური პასუხისმგებლობა, ფინანსური წესრიგი და ურთიერთობაში სიტყვების გააზრებულად შერჩევა. კარგი მიმართულებაა ბოლო წლების გამოცდილების მყარ ჩვევებად ქცევა.
ლომი ♌ სატურნი მთვარიდან მერვე პოზიციაშია, ამ მდებარეობას აშტამა შანის უწოდებენ. ტრადიციულად ის მეტ სიფრთხილესა და მოქნილობას მოითხოვს ცვლილებების, საერთო ფინანსებისა და გაურკვეველი საკითხების მიმართ. ნაჩქარევი გაფართოების ნაცვლად სასარგებლოა არსებული ვალდებულებებისა და გეგმების გადახედვა.
მშვილდოსანი ♐ სატურნი მეოთხე პოზიციაშია. შეიძლება მეტი ყურადღება დასჭირდეს სახლს, ოჯახურ მოვალეობებსა და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებას. ეს პერიოდი შეიძლება გამოვიყენოთ ყოფითი საფუძვლების მოსაწესრიგებლად და ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელიც რეალურად გვაძლიერებს. ⚖️ შერეული ფონი, შედეგი განსაკუთრებით საჭიროებს პირად შეფასებას.
ტყუპები ♊ სატურნი მეათე პოზიციაშია. ყურადღების ცენტრში შეიძლება აღმოჩნდეს საქმიანობა, პროფესიული პასუხისმგებლობა და სამუშაოს ორგანიზება. დატვირთვის ზრდა და წინსვლის შესაძლებლობა შეიძლება თანაარსებობდეს; დაწინაურება ავტომატურად არ იგულისხმება.
კირჩხიბი ♋ სატურნი მეცხრე პოზიციაშია. აქტუალური შეიძლება გახდეს სწავლის, რწმენის, მასწავლებლებთან ურთიერთობისა და გრძელვადიანი მიმართულების გადახედვა. ღირებულია საკუთარი შეხედულებების გამოცდილებით შემოწმება.
ქალწული ♍ სატურნი მეშვიდე პოზიციაშია. მეტი ყურადღება შეიძლება მოითხოვოს პარტნიორობამ, შეთანხმებებმა და პასუხისმგებლობების სამართლიანმა განაწილებამ. სასარგებლოა მოლოდინების მკაფიოდ გამოხატვა და დაპირებების რეალისტურად შეფასება.
მორიელი ♏ სატურნი მეხუთე პოზიციაშია. ყურადღება შეიძლება გამახვილდეს შვილებზე, სწავლაზე და შემოქმედებით გეგმებზე. აქ მთავარი მიმართულებაა თანმიმდევრული ზრუნვა და შედეგისთვის საჭირო დროის პატივისცემა.
ზემოთ მოცემული ნიშნები გულისხმობს დაბადების რუკაში მთვარის მდებარეობას (მთვარის ნიშანს) 🌙 რათქმაუნდა ლოგიკური აზროვნება არავის წაურთმევია.
ხელსაყრელი ტრანზიტი წარმატების გარანტია არ არის, ხოლო რთული ტრანზიტი მარცხის განაჩენი.
არც ადამიანის სირთულეები ნიშნავს, რომ ის „სასჯელს იმსახურებს“ ეს არის ვედური ასტროლოგიის ტრადიციული, ზოგადი ინტერპრეტაცია სრული სურათის სანახავად საჭიროა ლაგნის, მთლიანი დაბადების რუკის, მიმდინარე პლანეტარული პერიოდებისა და სხვა ტრანზიტების გათვალისწინება! სატურნის ეს ტრანზიტი მარტივი ენით რომ ვთქვათ, არის დრო როდესაც მოთმინებით უნდა შევქმნათ ის საფუძველი, რომელსაც მომავალში დავეყრდნობით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „აღიარება, შემოსავლის ზრდა...“ - რა გელოდება 2027 წელს: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕ „საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვი თავისუფლდება საგვარეულოს კარმისგან“ - რას წერს ხათუნა ნოელი?
⭕ ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
წყარო: www.facebook.com