Digest Logo

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1712779495
11 მარტი ასტროლოგია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეცადეთ, ენერგია წვრილმან და უსარგებლო საქმეებზე არ დახარჯოთ. უსაფუძვლო პრეტენზიების გამო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს, ამიტომ უმჯობესია, კომპრომისი იპოვოთ. თუ პრეტენზიების გამოხატვას მაინც აპირებთ, ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

კურო

შეძლება მშვიდი გარემოს მოთხოვნილება იგრძნოთ და ამ დღის განმარტოებით გატარება გადაწყვიტოთ. ხანმოკლე შესვენება დაგეხმარებათ ენერგია დაიბრუნოთ და დაგროვილ სტრესს გაუმკლავდეთ. სამსახურში დამატებითი მოვალეობების შესრულებას მოერიდეთ და ეცადეთ, სახლში ადრე წახვიდეთ.

ტყუპები

11 აპრილს ტყუპებს საშუალება ექნებათ, სოციალური წრე გააფართოონ. სავარაუდოდ, ახალ, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ ან პოტენციური პარტნიორისგან თანამშრომლობის შეთავაზებას მიიღებთ. გირჩევთ, კომფორტის ზონის მიღმა გახვიდეთ და ურთიერთობებისთვის კარი გახსნათ. ამან შესაძლოა მომავალში მოულოდნელი შესაძლებლობები მოგიტანოთ.

კირჩხიბი

დაუსრულებელი საქმეები მძიმე ტვირთს ჰგავს, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ამ ტვირთისგან რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეთ, რათა ყურადღება აღარ გაგიფანტოთ. ეს დღე შეგიძლიათ თვითგანვითარებას დაუთმოთ. ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს ამ სიამოვნებას და ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ შეიძლება ეგოისტად ჩაგთვალონ. გახსოვდეთ, რომ თქვენი პიროვნული განვითარება საერთო კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია.

ლომი

ამ დღეს შეიძლება უმიზეზო ღელვა ან გაურკვევლობა იგრძნოთ და ახლობელი ადამიანების ყურადღება და მხარდაჭერა დაგჭირდეთ. გახსოვდეთ, რომ ასეთ დროს რჩევისთვის მეგობრებს და ოჯახს უნდა მიმართოთ. ისინი ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე - გაზაფხული პროფილაქტიკური კვლევების ჩატარებისთვის შესაფერისი დროა.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება საინტერესო ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ, რომელიც თქვენგან ყურადღების კონცენტრაციას და ანალიტიკურ აზროვნებას მოითხოვს. ეცადეთ, თქვენი ორგანიზაციული უნარები გამოიყენოთ და დამატებითი პასუხისმგებლობის აღების არ შეგეშინდეთ. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/11-aprilis-astrologiuri-prognozi-4101

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თავიდან არ მომეწონა, მას ოჯახი ჰყავდა გაცნობის პერიოდში“ - ლელა წურწუმიას და კახი მამულაშვილის სიყვარულის ისტორია

🎥 „საშინელი პროტესტი ჰქონდა, ჩემს კონცერტებზე არ დადიოდა“ - ლელა წურწუმიას გულახდილი საუბარი შვილთან და შეცვლილი ურთიერთობა

🎥 „ისტერიკა მქონდა, მანქანა სულ დალეწილი იყო“ - რამ გამოიყვანა დეპრესიიდან ლელა წურწუმია