ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
ასტროლოგის თქმით, გეომაგნიტური დღეებია: ორშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი.
მისი თქმით თუ ვიგრძნობთ უგუნებობას და დისონანსს არ უნდა შეგვეშინდეს.
რაც შეეხება ცალკეული ნიშნების დახასიათებას, ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:
ვერძი
პირველი ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენეთ. ენერგოტონუსი მდგრადია, ყველაფერი პიკშია ურთიერთობებიც მათ შორის. შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარი გაქვთ. თუმცა 11 რიცხვიდან თქვენში მატულობს მოუთმენლობა და სიხისტე. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე.
კურო
ენერგო ტონუსი იცვლება 11 რიცხვიდან და ეცემა. იქამდე კარგი იქნება თუ დაალაგებთ სხვა და სხვა ტიპის საქმეებს, მათ შორის ურთიერთობებს. 11 ის მერე რაც დაულაგებელი იყო ყველაფერი აფეთქდება და კონფლიქტები მოიმატებს. კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობა დაიძაბება.
ტყუპები
ძალიან კარგად გრძნობთ თავს. რომანტიკულ თავგადასავლებში ხართ გადაშვებული. ბევრი პოზიტივია თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თქვენც ფრთხილად უნდა იყოთ 11 რიცხვის შემდეგ. თქვენში მოიმატებს ამბიცია და ეგოიზმი. ასევე სხვისი მართვის სურვილი. სულსწრაფობის ნიადაგზე შეცდომებს უშვებთ.
კირჩხიბი
თქვენი მთავარი პრობლემა 11 რიცხვის შემდეგ ნათესაური ურთიერთობებია. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ეცადეთ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. არ ჩაერიოთ უხეშად სხვის საქმეში. თუმცა 11 რიცხვამდე შესაძლოა ზოგიერთი ნათესავისგან დახმარების თხოვნაც მიიღოთ. ჯანმრთელობაც სუსტდება და ემოციური ფაქტორი მეტად მგრძნობიარეა.
ლომი
აქტიურები, ენერგიულები და ინიციატივიანები ხართ. ყველაფერი გამოგდით. უბედნიერესად გრძნობთ თავს. მაგრამ ბევრი მოშურნე გაგიჩნდებათ ამ ფონზე, რასაც ვერ აიტანთ. 11 რიცხვიდან ეს ყველაფერი შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ კონფლიქტში.
ქალწული
11-მდე პერიოდი კარგია. მოგზაურობა მნიშვნელოვანი კონტაქტები და ფინანსური მდგომარეობა, ყველაფერი გამოგდით. თუმცა 11-ის შემდეგ არავითარი კაპიტალ დაბანდება, მოგზაურობა და ა.შ.
სასწორი
მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე აქტიური შარმიანი, ენერგიული და მიმზიდველი ხართ. ყველაფერი გამოგდით და საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხვდებით. არ მოგწონთ რუტინული ცხოვრება და ამის ფონზე ბევრ შეცდომას უშვებთ. ეს ყველაფერი კი შესაძლოა სხვა ადამიანების უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.
მორიელი
11 რიცხვამდე გაქვთ მნიშვნელოვანი საკითხები მოსაგვარებელი და მოაგვარეთ. მიუხედავად იმისა რომ მერკური თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა მალე, მაინც რთული პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი ეცემა, ორგანიზმი სუსტდება და ჯანმრთელობასთან იყავით ფრთხილად. არ აჰყვეთ უცნობ ადამიანებს.
მშვილდოსანი
აქტიური ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. ახლა თქვენი დროა. არის პერიოდი როცა თვალები ძალიან ჩამქრალი გაქვთ. გამოგდით ყველაფერი იდეები რეალიზდება. პარტნიორებს ყველაფერში ეხმარებით. 11 რიცხვიდან თქვენში სულსწრაფობა და მოუთმენლობა იმატებს. უკომპრომისო ხდებით და დიპლომატიურ გადაწყვეტილებებში მოიკოჭლებთ. შესაძლოა გამჟღავნდეს თქვენი საიდუმლო საქმეები.
თხის რქა
11-მდე მოასწარით მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, გაიმართებით ფინანსურად და შესაძლოა სამოგზაუროდ წასვლა მოგიწიოთ. 11 რიცხვის შემდეგ მოიმატებს ეგოისტურ-დიქტატორული დამოკიდებულებები. ასევე თქვენი ბიოპოტენციალი. ჯანმრთელობასთან იყავით ყურადღებით.
მერწყული
თქვენი დროა. ბევრი რამ გამოგდით. მიზიდულობა და შარმი მოიმატებს. ფინანსური კუთხე მზარდია. უცხოელებთან კონტაქტი და სწავლა ამ პერიოდში წარმატებას მოგიტანთ. ენერგოტონუსი მაღალია და ნაკლებად იღლებით. იყავით ყურადღებით 11 რიცხვის შემდეგ. გყავთ მოშურნეები და ფარული მტრები.
თევზები
ინტუიცია საკმაოდ მზარდი, შემოქმედებითი ნიჭი მოიმატებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ახალი იდეა და პროექტი არ დაიწყოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 იცოდით, რომ ენერგეტიკას გაძლიერება 3 თვეში ერთხელ სჭირდება? - ანზორ ოდიშარიას რჩევები