Digest Logo

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1770756671
11 მარტი ასტროლოგია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

საკუთარ ემოციებს და განცდებს საყოველთაო ტრაგედიად ნუ აქცევთ. თუ გიჭირთ, მხარდაჭერისთვის ახლობლებს მიმართეთ. ენერგია სახლის კეთილმოწყობაზე მიმართეთ – ავეჯის გადაადგილება იქნება თუ კაპიტალური რემონტი, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.

ხელსაყრელი დღეა კოლექტიური მუშაობისა და გუნდური ღონისძიებებისთვის. მოერიდეთ გაუმართლებელ რისკს, დიდ ფინანსურ დაბანდებებსა და შენაძენებს. წაიკითხეთ წიგნები წარმატებულ ადამიანებსა და ფულის მართვის ხერხებზე. ჯანმრთელობის მხრივ დღის რაციონს მეტი ახალი პროდუქტი დაამატოთ.

კურო

ამ დღეს შესაძლოა უახლოეს ადამიანებთან კამათი მოგივიდეთ. გირჩევთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ და რაც შეიძლება მალე შერიგდეთ. ხელსაყრელი დროა ძვირფასი ადამიანისთვის გულის გადასაშლელად – ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ თქვენი ურთიერთობის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

წარმატება იმაზე ახლოსაა, ვიდრე გგონიათ. იპოვით იმას, რასაც ეძებთ, ოღონდ ამისთვის გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. გირჩევთ საყიდლები წინასწარ დაგეგმოთ და ფული უსარგებლო ნივთებში არ დახარჯოთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ნათესავები დაგეხმარებიან.

ეცადეთ ადრე ადგეთ და ირბინოთ – ცვლილებებს მალე იგრძნობთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახალმა თაყვანისმცემელმა შეიძლება ბევრი სანერვიულო გაგიჩინოთ. შეამცირეთ ხარჯები (კომუნალურები, საწვავი, პროდუქტები), რათა სასიამოვნო საქმეებისთვის, მაგალითად, გართობისა და მოგზაურობისთვის მეტი თანხა დაზოგოთ.

იღბალი თქვენს მხარესაა! ეცადეთ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და გულწრფელობა გამოიჩინოთ. სამსახურებრივ სიტუაციაში იდეალურ გამოსავალს იპოვით – მთავარია, ინტუიციასა და კრეატიულობას ენდოთ. შეგიძლიათ თამამად მიიღოთ გადაწყვეტილებები ინვესტიციებზე, განსაკუთრებით თუ გადამოწმებულ ინფორმაციას ეყრდნობით.

გაზაფხული მოახლოვდა, დროა მსუბუქი დიეტა დაიწყოთ, ოღონდ საკვებზე სრულად უარს ნუ იტყვით.

კირჩხიბი

თქვენს ცხოვრებაში მალე ახალი ეტაპი დაიწყება. დროა, წარსულს დაემშვიდობოთ და ახალ შესაძლებლობებს კარი გაუღოთ. კომფორტის ზონიდან გასვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ ახლა ეს აუცილებელია. შესაძლოა ოჯახის წევრებისთვის სიმართლის პირში თქმის სურვილი გაგიჩნდეთ – ეცადეთ, ურთიერთბრალდებები დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

იდეალური დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად - რაც უფრო ჩახლართულია საქმე, თავს მით უფრო წარმატებით გაართმევთ თავს. ფინანსებში სიფრთხილე გმართებთ, სპონტანურ ხარჯებს მოერიდეთ.

თუ წონაში დაკლება გსურთ, უარი თქვით მაიონეზსა და ცხიმიან სოუსებზე, თუმცა რადიკალური შეზღუდვები და შიმშილობა არასასურველია.

ლომი

ამ დღეს ბევრ ლომს სტრესი და ემოციური რყევები ელის. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და თქვენს გრძნობებზე გულწრფელად ისაუბრეთ. ნუ დაკარგავთ დროს, თუ რთული საქმის გაგრძელება, ინიციატივის გამოჩენა ან ოჯახის წევრებისგან დახმარების მიღება გჭირდებათ. როგორც ჩანს, ახლობელი ადამიანი თქვენს მხარდაჭერას აპირებს.

დღის დასაწყისში მომხდარი კარგი ამბავი ენერგიითა და სიცოცხლის ხალისით აგავსებთ. თუ მოინდომებთ, პერსპექტიული შანსების დანახვას და მათ გამოყენებასაც შეძლებთ. შესაძლოა დამატებითი შემოსავალი მიიღოთ – ეცადეთ ეს შესაძლებლობა გონივრულად გამოიყენოთ.

ეს დღე ხელსაყრელია თმის მოვლისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/11-tebervlis-astrologiuri-prognozi-5383

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ანიჭებს თუ არა გოგა მანიას ადამიანისგან „ბოროტი ძალის“ განდევნა სიამოვნებას - „ესენი არიან მატყუარა არსებები, მეთამაშებიან, დროს წელავენ“

🎥 „მძიმედ ვიყავი, მქონდა გულის მანკი, რაქიტი, ეპილეფსია მეოთხე სტადიის... 6 წლის ასაკში სრულად გამითეთრდა თმა“ - გოგა მანიას მძიმე ბავშვობა

„არყევს ფულს, რესურსებს, ღირებულებებს, სხეულს, უსაფრთხოებას, მიწას, ქონებას“ - რას მოუტანს დაბნელების დერეფანი ზოდიაქოს ნიშნებს