Digest Logo

🎥 „მძიმედ ვიყავი, მქონდა გულის მანკი, რაქიტი, ეპილეფსია მეოთხე სტადიის... 6 წლის ასაკში სრულად გამითეთრდა თმა“ - გოგა მანიას მძიმე ბავშვობა

1770756186
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

გოგა მანია გადაცემის „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც მან მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა:

„ჩემი დაბადების მერე დედაჩემი დაავადდა, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა, ციროზი დაემართა. დედის გარდაცვალებამდეც მძიმედ ვიყავი, მქონდა გულის მანკი, რაქიტი, ეპილეფსია მეოთხე სტადიის და სულ შეერთებული ვიყავი გადასხმებზე. ყოველი ჩემი ნერვიულობის დროს მიწევდა კლინიკაში დაწოლა. ამბობდნენ, რომ ორი გული მქონდა. 

დედის გარდაცვალებამდეც ვგრძნობდი, ვხედავდი მეტაფიზიკურ არსებებს, ენერგიებს. მერე უკვე ეს განსაკუთრებით მომრავლდა. 6 წლის ასაკში სრულად გამითეთრდა თმა, ეს იმის გამო, რასაც ვხედავდი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„არყევს ფულს, რესურსებს, ღირებულებებს, სხეულს, უსაფრთხოებას, მიწას, ქონებას“ - რას მოუტანს დაბნელების დერეფანი ზოდიაქოს ნიშნებს

„ფსიქიკის „კაპრიზებს“ ნუ წაართმევინებთ სიცოცხლის ყველაზე ძვირფას ელემენტს - დროს!“ - ლევან შელეგია ფსიქოთერაპიის მნიშვნელობაზე

„შენ არ ხარ ღმერთისათვის უმნიშვნელო არსება, რაღაც განსაკუთრებულობას ატარებ...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება