2026 წლის 12 აგვისტოს ლომის ზოდიაქოს ნიშანში (დაახლოებით 20-ე გრადუსზე) სრული მზის დაბნელება მოხდება, საქართველოს დროით, 21:47 წუთზე.
ასტროლოგიაში დაბნელების პერიოდი მძლავრ ცვლილებებთან, მოულოდნელ გარდატეხებსა და ახალი ციკლის დაწყებასთან ასოცირდება. ლომის ენერგეტიკა განსაკუთრებით ეხება თვითგამოხატვას, შემოქმედებას, სიყვარულს, თავდაჯერებულობასა და ცხოვრების შეცვლის სურვილს.
ამ პერიოდში გარემოებები სწრაფად იცვლება და ფარული ინფორმაცია ზედაპირზე გამოდის. ასტროლოგები გვირჩევენ, ეს დრო დაკვირვებას, გადაფასებასა და ძველი საქმეების დასრულებას დავუთმოთ, ნაცვლად იმისა, რომ მოვლენების მკაცრი კონტროლი ვცადოთ.
აი, 5 მთავარი რამ, რისგანაც 12 აგვისტოს თავის შეკავებას გვირჩევენ:
1. ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს ემოციურად არ ღირს ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმა
მაგალითად, სამსახურიდან იმპულსურად წამოსვლა ან ურთიერთობის მკვეთრად გაწყვეტა. დაბნელებისას ვითარება სწრაფად იცვლება; ის, რაც დღეს აშკარა გეჩვენებათ, რამდენიმე დღეში შესაძლოა სულ სხვაგვარად გამოჩნდეს. თუ გადაწყვეტილება მომწიფებულია, ცხოვრების შეჩერება საჭირო არ არის, თუმცა უმჯობესია აჰყვეთ არა წუთიერ ემოციებს, არამედ ცივ გონებას.
2. მოერიდეთ კონფლიქტებსა და ულტიმატუმებს
ცეცხლოვანი ლომის ნიშანში დაბნელება ამბიციებსა და სიამაყეს ამძაფრებს. წვრილმანი დავაც კი შესაძლოა სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თუ საუბარი გადაჭარბებულად ემოციური ხდება, ჯობია პაუზა აიღოთ. განსაკუთრებით მოერიდეთ ულტიმატუმების დაყენებას („ან ახლა, ან არასდროს“).
3. ნუ ეცდებით ძველის ძალით შენარჩუნებას
მზის დაბნელება ხშირად მიანიშნებს, რომ გარკვეული ეტაპი უკვე დასრულდა. არ ღირს ენერგიის დახარჯვა იმაზე, რომ სიტუაცია უწინდელ მდგომარეობას დაუბრუნოთ - ეს ეხება ურთიერთობებს, სამუშაოს თუ ძველ გეგმებს. კითხვის – „როგორ გავაკეთო ისე, როგორც ადრე იყო?“ – სანაცვლოდ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა შემიძლია შევქმნა ახალი შეცვლილ რეალობაში?“
4. ნუ გადატვირთავთ დღის განრიგს დაბნელების პერიოდი ემოციურად დატვირთულია
არ არის საჭირო ერთ დღეში ათი მნიშვნელოვანი საქმის დაგეგმვა მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი ცხოვრების დაწყება გსურთ. ცვლილებები ეტაპობრივია. დაუტოვეთ საკუთარ თავს თავისუფალი დრო და დაისვენეთ.
5. ნუ აქცევთ შფოთვით აზრებს „წინასწარმეტყველებად“
ასტრონომიული თვალსაზრისით, ეს არის ბუნებრივი მოვლენა, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის გადის. დაბნელება ავტომატურად ცუდს არაფერს ნიშნავს. თანამედროვე ასტროლოგიაშიც კი ეს მიიჩნევა არა მხოლოდ გარდატეხის, არამედ ძველი ისტორიების დახურვისა და ახალი შესაძლებლობების კარის გაღების პერიოდად.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ 12 აგვისტოს?
დააკვირდით საკუთარ თავს: ჩაინიშნეთ, რა თემები გაწუხებთ ყველაზე მეტად, რისი დატოვება გსურთ წარსულში და რა მიზნები გაქვთ მომდევნო თვეებისთვის.
დაუბრუნდით შემოქმედებით იდეებს: ლომის ენერგია ხელს უწყობს შემოქმედებით პროცესებს, რომანტიკასა და თვითგამოხატვას.
უსაფრთხოების წესი: არ შეხედოთ მზეს სპეციალური დამცავი სათვალის გარეშე. ჩვეულებრივი მზის სათვალე პროცესზე დაკვირვებისთვის უსაფრთხო არ არის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: trend.ge