Digest Logo

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1733947935
12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს შემოქმედებით უნარებს არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებაშიც გამოავლენთ. ცვლილებების და სიახლეების ნუ შეგეშინდებათ. ორიგინალური იდეების წყალობით საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევით. შეეცადეთ ყველაფერი ისე აკეთოთ, როგორც სწორად მიგაჩნიათ და სხვებს ნაკლები უსმინოთ. გირჩევთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და რჩევისთვის თქვენთან მოსული ადამიანების პრობლემები სერიოზულად აღიქვათ.

კურო

თქვენი ქარიზმატულობა ადამიანებს ერთდროულად ხიბლავს და იზიდავს. გარშემო მყოფებს თქვენში განსაკუთრებით, თანაგრძნობის უნარი მოსწონთ. სწორედ ამის დამსახურებით ზოგიერთ კოლეგასთან და მეგობართან უფრო ღრმა კავშირს დაამყარებთ. ფრთხილად იყავით - გვერდით გყავთ ადამიანი, რომელსაც თქვენი წარმატება იმდენად აღიზიანებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თქვენთვის ხელის შესაშლელად.

ტყუპები

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტე და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს.
დღის მეორე ნახევარში საქმეში სიმტკიცე, ადამიანებთან ურთიერთობაში კი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

კირჩხიბი

თქვენი სწრაფი რეაქცია და ძლიერი არგუმენტები კოლეგებს და ოპონენტებს აიძულებს, მოგისმინონ და თქვენი შენიშვნები გაითვალისწინონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარსულზე ფიქრის ნაცვლად, ეს დღე ცოდნის გაღრმავებას დაუთმოთ. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. თუ გაციების სიმპტომები გაქვთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართეთ. ეცადეთ, ურთიერთობაში ემოციები აკონტროლოთ.

ლომი

სიყვარულით და სასიამოვნო ემოციებით სავსე დღეა. ქარიზმისა და პიროვნული თვისებების დამსახურებით გარშემო მყოფთა ყურადღებას მიიპყრობთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზი მოუმზადოთ. მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება თქვენი კავშირი უფრო მყარი და ჰარმონიული გახადოთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობებში ვნების ნაპერწკლის შენარჩუნებაა.

ქალწული

ბევრი გადაუჭრელი საკითხი დაგიგროვდათ და ეს დღე მათი დასრულებისთვის ხელსაყრელია. თქვენი ქცევა შეიძლება მეგობრებმა გულგრილობის ნიშნად აღიქვან. შეეცადეთ ყურადღებით მოუსმინოთ მათ და მიხვდებით რამდენად სჭირდებათ თქვენი დახმარება. ამ დღეს, რეალურ შეხვედრებთან შედარებით, უპირატესობა ონლაინ ურთიერთობებს უნდა მიანიჭოთ - თქვენს სათქმელს ასე უფრო დამაჯერებლად გამოხატავთ.

სასწორი

ამ დღეს დილიდან საკუთარ თავში ხართ ჩაკეტილი და ურთიერთობის სურვილს არ ამჟღავნებთ. თქვენში შემოქმედებითი სული გაიღვიძებს და რაღაც გამორჩეულის შექმნის სურვილს გაგიჩენთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია ფიზიკური ვარჯიშები. რა თქმა უნდა, საკუთარი გამჭრიახობის წარმოჩენა ზოგჯერ სასარგებლოა, მაგრამ გარშემო მყოფთა კრიტიკას უნდა მოერიდოთ.

მორიელი

დილიდან ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენ ირგვლივ რაღაც ისე არ ხდება, როგორც ისურვებდით, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავთ. სავარაუდოდ, ამ დღეს რაღაცის შეცვლის შანსი გექნებათ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. ასტროლოგები გირჩევენ, არჩევანისთვის მოემზადოთ. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ თქვენი, არამედ ახლობელი ადამიანების ცხოვრებასაც შეცვლის.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕12 დეკემბერს შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

🎥 მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოკლულ ახალგაზრდას მშობლიურ სოფელში გლოვობენ - ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობა

🎥 „ეს ვიდეო აუცილებლად გაგაღიმებთ...“ - ნანა აროშიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს