
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ახალი საქმე არ უნდა წამოიწყოთ – ჯერ კიდევ არ ხართ მზად იმისთვის, რაც შეიძლება შემოგთავაზონ. საღამოს საშუალება გექნებათ, ყველაფერი აწონ-დაწონოთ და საქმეს მთელი პასუხისმგებლობით მიუდგეთ. ეს დღე სავსეა ოჯახური ვალდებულებებით. ეცადეთ, რომ საქმიანი შეხვედრების განრიგი არ დაარღვიოთ. სასურველია, რომ საღამო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატაროთ – ეს ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
კურო
პასუხისმგებლობის გრძნობა და შემოქმედებითი მიდგომა დაგეხმარებათ, რომ ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან – შესაძლოა, აგრესიულ ადამიანებს შეეჯახოთ ან ინფექციური დაავადება გადაგედოთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას და ზედმეტი ემოციების გამოვლენას. გახსოვდეთ, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ბიზნესი კრახამდე მიიყვანოს.
ტყუპები
შესაძლოა შესაძლებლობა მოგეცეთ, რომ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ, თუმცა მანამდე წარსული შეცდომებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ძლიერმა ემოციებმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე მავნე გავლენა მოახდინოს. უახლოეს დღეებში შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს. ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის.
კირჩხიბი
ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებით ცხოვრებას თავად ირთულებთ. გირჩევთ, სიძნელეები ისე აღიქვათ, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილების კიდევ ერთი ეტაპი. შესაძლოა, ახალი მოკავშირეები იპოვოთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში დადებით მოტივაციას შემოიტანენ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესანიშნავი დღეა შესყიდვებისთვის – დროა, აისრულოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ.
ლომი
პრობლემები გაიძულებთ, რომ საკუთარ პრინციპებზე უარი თქვათ. ამ დღეს მასიდან გამორჩევას არ ეცადოთ. მოსალოდნელია უსიამოვნება, რომელიც წარსულის შეცდომებს შეგახსენებთ. გირჩევთ, მოთმინება მოიკრიბოთ და დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ. სამსახურში ქაოსისა და აურზაურის გამო რამდენჯერმე დღის განრიგის შეცვლა მოგიწევთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/12-ivnisis-astrologiuri-prognozi-4896