Digest Logo

რატომ არის 10-დან 26 ივნისამდე პერიოდი რთული და რა უნდა გავაკეთოთ, რომ საფრთხეები თავიდან ავირიდოთ

1749822454
ასტროლოგია, ჰოროსკოპი

ივნისის შუა რიცხვები ასტროლოგიური თვალსაზრისით მშვიდი პერიოდი არ არის. გაზრდილი ემოციურობა, შინაგანი ეჭვები, ოჯახურ საკითხებში ცვლილებები, ფინანსები და პირადი გადაწყვეტილებები - მიმდინარე დღეების განმავლობაში, შესაძლოა, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდეთ და ამ ყველაფერს კირჩხიბის ნიშანში პლანეტების გადაადგილება განაპირობებს.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 10 ივნისიდან 26 ივნისამდე პერიოდი შედარებით რთული იქნება.

10 ივნისს, მერკური, კომუნიკაციის, აზროვნებისა და ლოგიკის პლანეტა, კირჩხიბის ნიშანში შევიდა. ეს ნიშანი ოჯახზე, წარმომავლობაზე, მეხსიერებასა და შინაგან სამყაროზეა პასუხისმგებელი. მალევე, იუპიტერი, იღბლის, ფილოსოფიისა და სოციალური ცვლილებების პლანეტა, კირჩხიბის ნიშანში გადავა. სწორედ ამ მომენტიდან, ადამიანები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ და შესაძლოა, გავლენა იმდენად მასშტაბური იყოს, რომ მთელი წლის განმავლობაში თავი შეგვახსენოს.

პლანეტა მერკური კირჩხიბის ნიშანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები გადაწყვეტილებებს ემოციების გავლენით მიიღებენ და რაციონალურობას ნაკლებად მიმართავენ. ამიტომაც, იმპულსური გადაწყვეტილებების რისკი განსაკუთრებით იზრდება.

შესაძლოა, მოულოდნელად დიდი შესყიდვა განახორციელოთ, ვინმესთან საბოლოოდ დაშორებაზე იფიქროთ, სამსახურიდან მოულოდნელად წახვიდეთ, სრულიად დაუგეგმავ ცვლილებაზე ისაუბროთ. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ 26 ივნისამდე სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.

ამ პერიოდში ფინანსების სწორად მართვას, სწორ კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეისვენეთ, განიტვირთეთ და ნუ მისცემთ მომატებულ ემოციებს უფლებას, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მიგაღებინოთ.

მოუსმინეთ საკუთარ თავს.

დაფიქრდით, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში, რისი გაკეთება გსურთ რეალურად და შემდგომ ნაბიჯებზეც იზრუნეთ.

ყველაზე დიდ გავლენას კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ. მათთვის ეს პიროვნული ზრდის, კომფორტის ზონიდან გამოსვლისა და დიდი სურვილების ასრულების დროა. ასევე, წყლის სხვა ნიშნებს - თევზებსა და მორიელებს ცვლილებების სურვილი გაუჩნდებათ. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ამბობთ და როგორ გამოხატავთ სათქმელს. შესაძლოა, თქვენი სიტყვები სრულიად სხვაგვარად აღიქვან.

ვერძისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღონ. ტყუპები და სასწორები კი მიხვდებიან, რომ ცოტა ხნით შესვენების და მიზნების გააზრების დროა.

ზოგადად, ზოდიაქოს ყველა ნიშანს ექნება შესაძლებლობა, რომ ეს 2-კვირიანი პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენოს, დაემშვიდობოს მოძველებულ საქმეებსა და ურთიერთობებს და ახალ გეგმებზე იფიქროს.

რა უნდა გავითვალისწინოთ 26 ივნისამდე პერიოდში?

  • შეწყვიტეთ ფულის არარაციონალურად ხარჯვა. დაუფიქრებელმა შესყიდვებმა შესაძლოა, ფინანსური ზარალი მოგიტანოთ.
  • იყავით კეთილგანწყობილი, მოერიდეთ კამათსა და დაპირისპირებას. დააკვირდით საკუთარ სიტყვებს.
  • მომატებული ემოციური ფონის გამო შესაძლოა, სხვებმა თითოეული ფრაზა უარყოფითად აღიქვან.
  • მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას, მაგრამ გონებას ნუ გამორთავთ.
  • გადაამოწმეთ ინფორმაცია და ემოციურ ფონზე სარისკო გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.
  • იზრუნეთ სახლის მოწესრიგებაზე, ოჯახის წევრებთან ურთიერთობების განმტკიცებაზე და მათთან ერთად დადებითი ემოციების შექმნაზე.

წყარო: www.beaumonde.ge