Digest Logo

12 ნოემბერი გამორჩეული კარმული დღეა - „წარსული კვლავ შეგახსენებთ თავს და ახალ შანსებს მოგცემთ“

1794469654
12 ნოემბერი - წარსული ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით!

12 ნოემბერი - წარსული ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით!

12 ნოემბერი გამორჩეული კარმული დატვირთვის დღეა. მთვარე მშვილდოსანში მოძრაობს და ორ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ კონფიგურაციაში - ტრაპეციასა და იალქანში მონაწილეობს, რომლებიც მთვარის კარმულ კვანძებთან არის დაკავშირებული.

განსაკუთრებით აქტიურდება სამხრეთ კარმული კვანძი, რომელსაც მარსისა და იუპიტერის გავლენა აძლიერებს.

შესაბამისად, წარსული კვლავ შეგვახსენებს თავს, თუმცა ამჯერად არა მხოლოდ ძველი პრობლემებისა და გადაუჭრელი საკითხების სახით, არამედ მათი გამოსწორებისა და მოვლენათა განვითარების მიმართულების შეცვლის შესაძლებლობითაც.

დღის ენერგეტიკა ხელს უწყობს ძველ ურთიერთობებთან დაბრუნებას, შეწყვეტილი საუბრების განახლებას, მივიწყებული იდეების გაცოცხლებას, ფინანსური საკითხებისა და წარსული შეთანხმებების გადახედვას.

რეტროგრადული ვენერა მიგვანიშნებს, რომ გამოსავალი შესაძლოა იმ შესაძლებლობაში იმალებოდეს, რომელიც ერთხელ უკვე გვქონდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შევძელით. იალქნის კონფიგურაცია კი მარსისა და იუპიტერის მონაწილეობით აძლიერებს მოქმედების სურვილს, ამბიციებსა და წინსვლის პოტენციალს. თუმცა შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწორად გამოვიყენებთ წარსულ გამოცდილებას, შევძლებთ თუ არა ძველი შეცდომების გააზრებას და არაეფექტიანი სტრატეგიების შეცვლას.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, შეთანხმებებისა და ახალი წამოწყებებისთვის ხელსაყრელი დროა დღის პირველი ნახევარი. ამის შემდეგ მთვარე უკურსო სვლას იწყებს. დღის მეორე ნახევარში კი მერკურის სტატიკური მდგომარეობის გამო შესაძლოა მოიმატოს დაბნეულობამ, ინფორმაციულმა გაურკვევლობამ და კომუნიკაციის შეფერხებებმა. ამიტომ სასურველია, არ ვიჩქაროთ, გადავამოწმოთ ინფორმაცია და მნიშვნელოვანი გადაადგილებებიც წინასწარ დავგეგმოთ.

შუადღიდან იწყება მეოთხე მთვარის დღე, რომელიც საგვარეულო კარმულ პროგრამებსა უკავშირდება. ყურადღება მიაქციეთ მოვლენებს, ოჯახურ ურთიერთობებსა და იმ განმეორებად თემებს, რომელთა ფესვები შესაძლოა თქვენს საგვარეულო ისტორიაში იმალებოდეს. ეს კარგი დროა ნეგატიური საგვარეულო პროგრამების გაცნობიერებისა და ოჯახურ სისტემაში ჰარმონიის აღსადგენად.

დღის გზავნილი: წარსულში დაბრუნება ყოველთვის უკან დახევას არ ნიშნავს. ზოგჯერ სწორედ წარსულშია შესაძლებლობა, რომელიც ადრე ვერ გამოვიყენეთ.

მთავარია, ძველ გზაჯვარედინზე დაბრუნებულებმა იგივე შეცდომა აღარ გავიმეოროთ. დაე, წარსული ახალი მიღწევების საყრდენად იქცეს.

ბედნიერ დღეს გისურვებთ!

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ფინანსური მდგომარეობა, ახალი სამსახური და საბედისწერო შეხვედრები – 2027 წლის პროგნოზი თევზებისთვის

🎥 „დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ - ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

⭕„გული ამერია, როცა ეს ვიდეო ვნახე“ – ნინა დრამა მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება

✕