ცნობილი ჟურნალისტი და ინფლუენსერი ნინა დრამა მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, ქართველი მებრძოლი მისთვის ძმასავითაა, მომხდარის ამსახველი ვიდეოს ნახვამ კი მასზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ნინა დრამა თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯას და UFC-ისგან მათთვის ორგანიზაციაში შესვლის სამუდამოდ აკრძალვას ითხოვს.
„მერაბ დვალიშვილი ჩემთვის ძმასავითაა. როცა ის ვიდეო ვნახე, სადაც მას თავს ესხმიან, გული ამერია. ამ ლაჩრებმა პასუხი უნდა აგონ ჩადენილისთვის.
წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო. თანაც ისე, რომ ტელეფონებით უკვე იღებდნენ. ნამდვილი დეგენერატები.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ UFC უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ორგანიზაციაში შესვლას სამუდამოდ აუკრძალავს. მან სონგ იადონგისთვის იდაყვით დარტყმა სცადა მას შემდეგ, რაც ოქტაგონზე შევარდა... მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი გვარი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებზე მაღლა დგას“, - ამბობს ნინა დრამა.
ქართველი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის განცხადებით, მას და მის ახალგაზრდა მეგობარს თავს დაესხნენ იმ დროს, როდესაც ის სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს აძლევდა.
დვალიშვილის თქმით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც უსმან ნურმაგომედოვი (მერაბის ყოფილი მეტოქის, უმარ ნურმაგომედოვის ძმა და MMA-ის მებრძოლი) და მისი თანმხლები პირები ხელმძღვანელობდნენ.
სპორტსმენი აღნიშნავს, რომ სიტუაციას დაცვის მხარის ჩარევაც ართულებდა, რომელმაც ის შეაკავა, ხოლო თავდამსხმელები ძირს დაცემულებს უღირსად, ფეხების დარტყმით უსწორდებოდნენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
🎥 „უღირსად, მიწაზე დაცემის შემდეგაც კი გვირტყამდნენ“ - მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ