ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და ნოემბრის ახალმთვარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოებას რჩევას აძლევს.
რას უნდა ველოდოთ და გავითვალისწინოთ ამ ახალმთვარეობას?
ამის შესახებ, ასტროლოგი ფეისბუკ პოსტში წერს, როგორც ის აღნიშნავს, ახალი მთვარე, ახალი ციკლის და ცხოვრების მომასწავებელია, რომელიც საკმაოდ დაძაბული ასპექტების ფონზე ჩაივლის.
„ნოემბრის ახალმთვარეობა
ხვალ, 13 ნოემბერს, თბილისის დროით 13:27 -ზე მორიელის 21-ე გრადუსზე მზისა და მთვარის ზუსტი შეერთება იქნება. სწორედ ამ მომენტში ‘’იბადება’’ახალი მთვარე, რომელიც არის მომასწავებელი ცხოვრების ახალი ფურცლის გადაშლის და ახალი ციკლის დასაწყისის...მორიელი ისედაც რთული ნიშანია და ისიც ჩვენგან ცვლილებებს ითხოვს, მით უმეტეს ახლა, მზისა და მარსის შეერთების ფონზე, ახალ ორწლიან პროგრამას ეყრება საფუძველი.ახალა არის დრო მიზნების დასახვის, თუ რისი მიღწევა გვინდა, რა გვსურს რომ ხელში გვეჭიროს ორი წლის თავზე...
ახალმთვარეობა საკმაოდ დაძაბული ასპექტების ფონზე ჩაივლის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასთან შეერთებაში მოდის მარსი, რომელიც სულ რაღაც ორიოდე გრადუსის მოშორებით, იქვე ღრიანკალში იმყოფება; ასევე ოპოზიციები კეთდება კუროში მყოფ ურანთან და იუპიტერთან; თევზებიდან კი სატურნი უკეთებს კვადრატურას.
ყველაფერმა ამან შესაძლოა ბევრს გაუჩინოს აქტიური ქმედების მოთხოვნილება, მაგრამ შესაძლებლობები ან არ იქნება, ან დაგეგმილი ამბები სრულიად ქაოტურად წავა. აირევა. დაძაბულობა, რომელიც შიგნით გროვდება, ყოველთვის ცდილობს გარეთ გამოღწევას, შედეგად კი ადამიანებში იმატებს აგრესია, რევოლუციური, მეამბოხე განწყობები. არსებულის შეცვლის სურვილი. ზოგადად, ცვლილებების მოთხოვნილება ძალიან მაღალი იქნება მინიმუმ მთვარის მომდევნო ფაზამდე მაინც ანუ სავსემთვარეობამდე.
საბედნიეროდ მთელ ამ დაძაბულობას აქვს განმმუხტავი წერტილიც - ეს არის ნეპტუნი, რომელიც ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის მთვარესთანაც, მზესათანაც, მარსთანაც და ურანთანაც.
კონფიგურაცია, რომელიც ნეპტუნის მეშვეობით იკვრება ასტროლოგიაში ცნობილია სინთეზური სამკუთხედის ან ნახევრად აფრის სახელით. აფრა კი, თუნდაც ის მხოლოდ ნახევარი იყოს, იძლევა საშუალებას გამოვცუროთ სახიფათო ადგილებიდან. მთავარია საამისოდ გონიერება გვეყოს. ანუ პირიქით იქ არ შევტოპოთ, სადაც საჭირო არაა.რისკენ მოგვიწოდებს ნეპტუნი? ის ითხოვს ჩვენგან ჩავრთოთ ინტუიცია, მოვუხმოთ ცხოვრებისეულ სიბრძნეს, გამოცდილებას, დავეყრდნოთ კოლექტიურ ძალას, ვეძებოთ მონათესავე სულები, გავერთიანდეთ, გავცეთ სიკეთე, ვიყოთ ჰუმანურები ერთმანეთის მიმართ.... წინააღმდეგ შემთხვევაში მორევი მოგვერევა. შურის, ბოღმის, ზიზღის, აგრესიის მორევი.სურვილების ჩათქმის დროა ახალმთვარეობა... მოდით პირადს ამჯერად მაინც ნურავინ ჩავუთქვამთ. მოდით, ჩვენ ყველამ, ვისაც ეს პოსტი თვალში მოხვდება, ერთმანეთს სიკეთე ვუსურვოთ... სასიკეთო ცვლილებებს გისურვებთ მეც“ - წერს ასტროლოგი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„მე ბედნიერი მრავალშვილიანი დედა ვარ“ - 48 წლის თინა კანდელაკი მესამე შვილის დედა გახდა
🔵„შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალების პრიზიორი გახდა