Digest Logo

🎥 14 ივლისის ახალმთვარეობა: ჰეკატეს სიმბოლიზმი და ახალი ციკლის დასაწყისი ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

1783961662
 ქეთი ოდიშელი

14 ივლისის ახალმთვარეობა ასტროლოგიურად ახალი ციკლის, განახლებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დასაწყისად მიიჩნევა. ასტროლოგების შეფასებით, ეს პერიოდი ხელს უწყობს მიზნების გადახედვას, ძველი ეტაპების დასრულებასა და ახალი გეგმების ჩამოყალიბებას.

ახალმთვარეობის ენერგია განსაკუთრებით ხელსაყრელად ითვლება იმ საქმეებისთვის, რომლებიც მომავალზეა ორიენტირებული და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში პოზიტიური ცვლილებების დაწყებას უკავშირდება.

აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო, ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ქეთი ოდიშელმა ისაუბრა:

„ეს კვირა არის სამზადისი მომდევნო კვირისა, რადგან ძალიან დატვირთული დღეები გველოდება. 14 ივლისს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, განსაკუთრებით იმით რომ ჩვენი ჩაფიქრებული სურვილები დიდ ძალას მოიკრებს, იმისთვის, რომ წლის ბოლოს რეალიზდეს.

კირჩხიბის ზოდიაქო არის სახლი, ოჯახი, დედა-შვილი. ამიტომ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გვაქვს ახალმთვარეობა, 13:30 საათზე. ამ დროს თან მერკური არის რეტროგრადული. ეს არის ერთგვარი დასასრული გარკვეული ამბებისა. გვექნება სიახლეები ცხოვრებაში და ვიწყებთ ახალი ფურცლიდან ბევრ რამეს.

საეკლესიო კალენდარს რომ გადავავლოთ თვალი, გვაქვს ახალმთვარეობის და სავსემთვარეობის გამოთვლის ერთ-ერთი გრაფა. ადრე ჩვენი წინაპრები ასე ითვლიდნენ როდის იყო კარგი რაიმეს დასათესად ან დასარგავად. ყოველთვის ითვალისწინებდნენ მთვარის მდგომარეობას.

ახალ მთვარეს უკავშირებენ ჰეკატეს. ის არის ღვთაება, რომელიც სამი გზის გასაყარზე დგას. ეხმარება გზააბნეულ ხალხს. მითოლოგიაში ბოროტი სახე აქვს. კარგი იქნება რომ გასაღები გამოვიყენოთ ამ პერიოდში თილისმა. შეგვიძლია სახლში ყოველ შესვლა გამოსვლაზე ვიფიქროთ სირთულეების მოხსნაზე“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საოცარი ქალი ხარ“ - რუსა ჩაჩუას ორიგინალური ლუქი და გამომწერების კომპლიმენტები

⭕ 14 ივლისი - ახალი მთვარე კირჩხიბში: ემოციური განახლება და საკუთარ ჭეშმარიტ არსთან დაბრუნება

⭕ შიო მესამე: ბედნიერი ვართ, რომ მოვესწარით ნეტარხსენებულის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლს, ვართ მისი მემკვიდრეები