როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად, ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
„კვირა შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ 16 ივლისამდე და 16 ივლისის შემდეგ.
16-მდე დედამიწა უარყოფით ენერგო ველშია, ასევე სამშაბათს გვაქვს ახალმთვარეობა. 16 რიცხვის შემდეგ კი დედამიწა გადავიდა თვის ბოლომდე პოზიტიურ ენერგო ველში და ყველასთვის გაცილებით კარგი პერიოდი იქნება“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:
ვერძი
16-მდე ცოტა გაჩერდით, რადგან 16 რიცხვის შემდეგ გრძნობთ რომ მატულობს ენერგია და თქვენთვის გაცილებით კარგი პერიოდი იწყება. საოჯახო და სანათესავო კუთხით ურთიერთობები წინ წამოიწევს და იგრძნობთ მათ მხარდაჭერას.
კურო
არ უჩივით ჯანს, ხართ აქტიური და ენერგიული. თუმცა გირჩევთ კვირის პირველ ნახევარი მშვიდად გაატაროთ და ნაკლები იმოგზაუროთ, კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ტყუპები
16 რიცხვიდან პერიოდი გაცილებით კარგია, სჯობს მნიშვნელოვანი საქმეების სწორედ ამ დროს დაიწყოთ. თუ მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, ეცადეთ თავი შეიკავოთ 16 რიცხვამდე.
კირჩხიბი
თქვენი დროა, ხართ ყველაზე აქტიური და მიმზიდველი, თუმცა სამყარო გიწყობთ მცირე გამოცდას და ეცადეთ დღეს და ხვალ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
ლომი
16-მდე არის მაღალი კონფლიქტების ალბათობა, არ სძინავს ფარულ მტრებს და არ დაიწყოთ ახალი საქმე, იღბალიც დაბალი გაქვთ. 16 რიცხვიდან კი იგრძნობთ ენერგიის მატებას და შეატყობთ, რომ პერიოდი გაცილებით უმჯობესდება. გახსოვდეთ მთელი კვირა ითხოვს თქვენგან ენაზე კბილის დაჭერას.
ქალწული
ჯანზე ხართ, შრომისუნარიანია და ბევრი რამ გამოგდით. თუმცა გახსოვდეთ, თქვენ ახალი მთვარეობის შემდეგ, ანუ 16 რიცხვის შემდეგ დაიწყეთ ახალი საქმეები.
სასწორი
ახლა თვლით, რომ ყველა თქვენ გერჩით, ხართ უკმაყოფილო, თითქოს ყველა გაკრიტიკებით, მაგრამ 16 რიცხვის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება. წარმატების შანსები მატულობს კარიერული კუთხით.
მორიელი
ჯანზეა, ენერგიულია და შარმიანი, ბევრი რამ გამოგდით. ეცადეთ პირველ ნახევარში კვირის ბევრი საქმე არ დაიწყოთ. 16 ივლისის შემდეგ შესაძლებლობებით აღსავსე პერიოდია, როგორც ფინანსური ასევე კარიერული კუთხით.
მშვილდოსანი
თქვენი ენერგეტიკა უმჯობესდება, 16 რიცხვის შემდეგ ახლა მარტივად იღლებით და ღიზიანდებით. კვირის მეორე ნახევარში ჯანი და იღბალი მატულობს, მგზავრობა მოგზაურობის დრო მოდის.
თხის რქა
ჯანზე ხართ და გაქვთ წარმატების შანსები, თუმცა კვირის მეორე ნახევრიდან. მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება, რაც მეტად იქნებით წარმატებული ამ კუთხით ყველა კუთხით გაიზრდება წარმატების შანსები.
მერწყული
კვირის პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, შეიძლება იყოს კონფლიქტებიც, თუმცა 16 რიცხვის შემდეგ ეს ყველაფერი უმჯობესდება. კვირა გაძლევთ საშუალებას დაალაგოთ საქმეები.
თევზები
კვირის ერთ-ერთი ფავორიტია ნიშანია, მთელი კვირა ხართ ჯანზე - შარმი, მიზიდულობა და წარმატება თქვენ მხარესაა.
16 რიცხვამდე ყურადღებით იყავით შვილების მიმართ, თუ მათ თქვენი გვერდით დგომა სჭირდება დროულად გამოიჩინეთ მხარდაჭერა. მეორე ნახევარში კვირის იყავით მაქსიმალურად მობილიზებული, მოდის პერსპექტიული პერიოდი ყველა კუთხით.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საღამოს 6-ის მერე იშიმშილებ თუ იქეიფებ, არ აინტერესებს კალორიებს“ - რას წერს ლევან შელეგია