8 აპრილს მზის სრული დაბნელება ვიხილეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ასტროლოგიური მოვლენის გავლენა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჯობს, მკვეთრი, რადიკალური ცვლილებებისაგან თავი შევიკავოთ.
თუმცა, აპრილის შუა რიცხვებიდან ყველაზე პროდუქტიული პერიოდი იწყება, როდესაც თითოეული ადამიანი საკუთარი შრომის შედეგს სრულად დაინახავს და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას იპოვის.
უფრო კონკრეტულად, როგორც ასტროლოგები ამბობენ, 15-დან 23 აპრილამდე განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ადამიანები მომატებულ მოტივაციასა და ენერგიას იგრძნობენ. ამ პერიოდში ნახავთ, რომ ყველაფერი იმაზე მარტივად და კარგად გამოგდით, ვიდრე ადრე. გარდა ამისა, თუკი რაიმეს წამოწყებას, შესწავლას გადაწყვეტთ, წარმატების გაცილებით დიდი შანსი გაქვთ.
ამავე პერიოდში, გექნებათ შანსი, რომ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, სასარგებლო კონტაქტები დააგროვოთ და სამომავლო გეგმებზე ისაუბროთ. ასევე, ინტუიცია განსაკუთრებით გამახვილებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტუიციურად ზუსტად მიხვდებით, რომელი საქმე, პროექტია თქვენთვის სასარგებლო და რაზე უნდა თქვათ უარი.
კარგი დროა ინვესტიციებისათვის, დანაზოგის გასაკეთებლად, ოცნების საქმეებთან და პროექტებთან შესაჭიდებლად. ყველა, ვისაც აღნიშნულ პერიოდში შრომა არ დაეზარება, დიდ წარმატებას მიაღწევს და მიზნების ასრულებასაც შეძლებს.
იყავით აქტიური და ყოველდღიურობის უკეთესობისაკენ შესაცვლელად მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ დავიცვათ თავი და ვიხსნათ ახლობლები ჯადო-გათვალვისგან
⭕„ჩემო სიყვარულო“ - მარიამ სანოგო ქმარს დაბადების დღეს ულოცავს
⭕თბილისში მშენებლობიდან მუშა გადავარდა და დაიღუპა
წყარო: www.beaumonde.ge