
„მიმდინარე კვირა იყოფა 2 ნაწილად, 18 ივლისამდე და 18 ივლისის შემდეგ.
თუ მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი, სჯობს 18 რიცხვამდე მოაგვაროთ, რადგან შემდეგ დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის. პლანეტა მერკური ხდება უკუმავალი, რომელიც გასტანს 11 აგვისტომდე, ეს მოვლენა კი წარსულის საქმეებში გაბრუნებთ.
18 რიცხვს შემდეგ გადაერთეთ მშვიდი ცხოვრების რეჟიმზე, იქნება მეტი შრომა და სირთულეები“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
მან კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე გაგვიზიარა რჩევები. მისი თქმით, 11 აგვისტომდე არ არის კარგი ახალი საქმეების დაწყება, უმჯობესია დავასრულოთ ძველი საქმეები.
„ყველა კომუნიკაციის აპარატს გაუჭირდება, გაიჭედება კომპიუტერი, მოიმატებს საცობები, მოლაპარაკება ცუდად წავა - სწორედ ეს არის რეტროგრადული მერკური.
გამოჩნდებიან ძველი მეგობრები და პარტნიორები, შეიძლება დაიწყოთ ძველი პროექტის ახლებურად განხორციელება.
მზეზე აფეთქებების შედეგად, მზის ქარიშხალია, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გაქვთ აკონტროლეთ წნევა.
ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და შაბათი გეომაგნიტური დღეებია.
15 ივლისი კარმული დღეა, რაც გეკუთვნით იმას მიიღებთ და არ იწუწუნოთ თუ რამე არ მიიღეთ, ე.ი არ გეკუთვნოდათ, სამყარომ უკეთ იცის.
ორშაბათს და სამშაბათს ხასიათში მატულობს, რომანტიზმი, ინტუიცია, ემოციურობა და მოდის პოეტური დღეები, ამ დღეებში არ გაეკაროთ ალკოჰოლს, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და ნარკოტიკულ ნაერთებს.
არ იკამათოთ ოთხშაბათს და ხუთშაბათს, რადგან ეს მიიღებს სერიოზულ სახეს.
პარასკევს, შაბათს და ნაწილობრივ კვირას კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ასევე კარგი დღეებია ქორწინებისთვის, შოპინგისთვის, უძრავი ქონება ყიდვა-გაყიდვისთვის“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემო სულის მეგობარო“ - როგორ მიულოცეს მშობლებმა ლევან კალაძეს იუბილე?
🎥 „გვიხარია შენი დაბრუნება“ - გიორგი ჯობავა საქართველოშია, რა კადრებს აქვეყნებს სალი წვერავა?
⭕„საოცარი კადრებია, ზღაპრის გმირებიდან ხართ“ - რუსკა ქარქაშაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს