Digest Logo

„საოცარი კადრებია, ზღაპრიდან ხართ“ - რუსკა ქარქაშაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

1752475095
 რუსკა ქარქაშაძე

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. იგი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

ცოტა ხნის წინ რუსკა პირველად გახდა დედა. მას და მის მეუღლეს, ლაშა მოწონელიძეს ბიჭი შეეძინათ.  რუსკა სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამჯერად იგი თურქეთში, მეუღლესთან და შვილთან ერთად დასასვენებლად იმყოფება, საიდანაც ოჯახურ კადრებს აქვეყნებს.

ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა:

„ზღაპრის გმირებიდან ხართ“, 

„რა საყვარლები ხართ“, 

„უსაყვარლესი ოჯახი“, 

„რა საოცარი ფოტოებია“, 

„რა კარგი კადრებია“, 

„რამხელა სითბოა“, 

„საოცარი ოჯახი“, - წერენ კომენტარებში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დატვირთული დღე გელოდებათ... შესაძლოა, ბევრი ახალი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ“ - 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „გვიხარია შენი დაბრუნება“ - გიორგი ჯობავა საქართველოშია, რა კადრებს აქვეყნებს სალი წვერავა?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით