რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს სამსახურში და ყოველდღიურ ურთიერთობებში კონფლიქტები და ნერვიულობა გელით. ეცადეთ, პროფესიულ სფეროში არ იაქტიუროთ. გამორიცხული არ არის, რომ რომელიღაც კოლეგას თქვენი შურს და მახეს გიგებთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ქმედებები, რათა საყვარელი ადამიანი არ შეურაცხყოთ. არსებობს ტრავმის რისკი, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.
კურო
ეცადეთ, საკუთარი პოზიციის გაძლიერებაზე იზრუნოთ და, რაც მთავარია, უფროსებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ - ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. თუ განმარტოების და დასვენების შესაძლებლობა გაგიჩნდათ, აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებსა და აზრებში გაერკვეთ, რათა მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა განსაზღვროთ. მარტოხელა კუროებს შეიძლება სიყვარული ეწვიოს.
ტყუპები
ტყუპებისთვის ამ დღის სიმბოლო ცდუნებაა და არსებობს კანონის დარღვევისა და ამასთან დაკავშირებული უსიამოვნო შედეგების მაღალი რისკი. გარდა ამისა, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
კირჩხიბი
იდეალური დღეა ქორწინებისა და სხვა ოჯახური ღონისძიებებისთვის. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ხელი ჩაჰკიდოთ და ქორწინების სახლს ეწვიოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები და ოცნებები საიდუმლოდ შეინახოთ, რათა ვიღაცამ თქვენთვის ხელის შეშლა არ სცადოს.
ლომი
მოერიდეთ საეჭვო ხარისხის ნივთების შეძენას. უმჯობესია, ფული ისესხოთ და ძვირად ღირებული, ხარისხიანი საქონელი შეიძინოთ, ვიდრე იაფი ნივთები. ამ დღეს თქვენი მთავარი მოკავშირე ემოციური მოქნილობა და ტაქტი იქნება. ხელსაყრელია ურთიერთობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. ეცადეთ, საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ, ინიციატივა და გამძლეობა გამოიჩინოთ.
ქალწული
ნუ ეცდებით, საკუთარი პრობლემები და მოვალეობები კოლეგებს გადაულოცოთ, თორემ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ. არც ის პასუხისმგებლობები უნდა დაივიწყოთ, რომლებსაც ყოველდღიურად ასრულებთ. ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარი გრძნობები გულწრფელად გამოხატოთ. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება თქვენს მსოფლმხედველობაზე და წარმოდგენებზე სერიოზულად იმოქმედოს.
სასწორი
გირჩევთ, ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად, სახლში გაატაროთ. ეცადეთ, ბოლო დღეებში შექმნილი სიტუაცია სასწრაფოდ გამოასწოროთ, თორემ დახმარების გარეშე დარჩებით. თქვენივე დაუდევრობის გამო შეიძლება ტრავმა მიიღოთ, ამიტომ ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და გაუმართლებელ რისკს.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/15-ivlisis-astrologiuri-prognozi-4278
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნამდვილი გარდასახვა და ვოიაჟი თურქეთში - რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი მასხულია