15 ივნისს, 18:53 საათზე, ახალმთვარეობა გველოდება ტყუპის ზოდიაქოს, 25-ე გრადუსზე. ამ დღეს ორივე მნათობი - მზე და მთვარე - ტყუპშია. ახალმთვარეობის დღე ცოტა უენერგოა, ამიტომ, ნუ გადაიტვირთებით საქმეებით, ვალდებულებებით, კომუნიკაციით, მეტად დაისვენეთ, დაგეგმეთ მომავალი მთვარის თვე. ამ ასტროლოგიურ მოვლენაზე ვრცელი სტატია უკვე გამოვაქვეყნე და შეგიძლიათ წაიკითხოთ, ახლა კი ახალმთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:
ვერძი
გააქტურდება უახლოესი გარემოცვა, იქნება მოკლე მანძილზე გადაადგილება, მიმოწერა, კომუნიკაცია და-ძმებთან. ენერგია მოგემატებათ, რომ დაიწყოთ ახლის შესწავლა, შეძლოთ ახალი ბიზნესის დაწყება. მოგინდებათ ექსკურსიებსა და შემეცნებით ტურებზე სიარული. ახალი იდეები და შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ სასურველის მისაღებად. ზოგიერთი გადაწყვეტთ, რომ შეიძინოთ ახალი გაჯეტი ან გადასაადგილებელი საშუალება.
კურო
ამ დღიდან უნდა გააქტიურდეთ ფულის ახალი/დამატებითი წყაროს მოსაძიებლად. გაგიჩნდებათ ფულის გამომუშავების ახალი იდეა. მოაგვაროთ ბანკთან დაკავშირებული საკითხი, აიღოთ ახალი ან დამატებითი საკრედიტო ბარათი. უფრო მეტად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი და მოითხოვოთ ხელფასის მომატება. კარგი იქნება, თუ ფულს დააბანდებთ საკუთარ განათლებაში, სასარგებლო ნივთების ყიდვაში.
ტყუპი
ახალმთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში, ეს მოვლენა წელიწადში ერთხელ გაქვთ და მისთვის განსაკუთრებულად უნდა მოემზადოთ. ახალმთვარეობამდე მოიცილეთ ყველა დაზიანებული, ძველი და გამოუსადეგარი ნივთი. დაემშვიდობეთ ტოქსიკურ ადამიანებს. ახალმთვარეობაზე კი ჩამოწერეთ თვის და წლის მიზნები და სურვილები.
კირჩხიბი
იდეები დაგებადებათ სიმშვიდეში, განმარტოებაში, შეიძლება სიზმარში მოვიდნენ. ახალმთვარეობიდან ცოტა უნდა შეამციოთ აქტიურობა, უნდა შეელიოთ ყველაფერ ძველს, გამოუსადეგარს. მომდევნო ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება და ეცადეთ, მას გასუფთავებული შეხვდეთ; თქვენი დაბადების დღიდან კი ახალი წელი გეწყებათ და ყველაფერი ახლით - ნივთებით, ემოციები, მეგობრები - შეივსოთ. ზოგიერთი გადახვალთ ონლაინ მუშაობაზე, ზოგიერთი გახვალთ შვებულებაში. შეიძლება მიიღოთ სიახლე წარსულიდან.
ლომი
ახალ ადამიანებთან კომუნიკაცია გელოდებათ ან ინტერნეტით, ან ახალი პროექტების განხორციელებისას. გახშირდება მეგობრული შეხვედრები. შეძლებთ სამომავლო მიზნების განხორციელებას. თანამოაზრეებთან ერთად დაიწყებთ ახალ პროექტს. კარგი იქნება ონალაინსაქმიანობის (ონლაინმაღაზია) დაწყება, სოციალურ ქსელებში გააქტიურება. სიახლეები გელოდებათ ნათლულების ცხოვრებაში ან გერების, თუ ასეთები გყავთ.
ქალწული
სიახლეები გელოდებათ კარიერაში, შეიძლება დაწინაურდეთ. თუ სამსახურის მაძიებელი იყავით, დაიწყებთ მუშაობას. შეიძლება ცვლილებები იყოს იმ კომპანიაში (უფროსობაში), სადაც მუშაობთ. მოგინდებათ ორიგინალური იდეების განხორციელება.
სასწორი
სიახლეები გელოდებათ სწავლასთან, უცხოეთთან დაკავშირებით. შეიძლება სასწავლებლად გაემგზავროთ უცხოეთში. მოაგვარებთ იურიდიულ და ბიოროკრატიულ საკითხებს, მიიღებთ საჭირო საბუთს. სიახლეები იქნება მეუღლის ნათესავების ცხოვრებაში ან ხშირად შეხვდებით მათ.
მორიელი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რომ გააქტიურდეთ ფინანსების მოსაძიებლად. შეიძლება დააბანდოთ ფული სარფიან ბიზნესში, შეიძინოთ რაღაც ძვირადღირებული. მოაგვარეთ დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხი. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა.
მშვილდოსანი
ახალი ნაცნობობა, ახალ ადამიანებთან დამეგობრება გელოდებათ. შეიძლება პარტნიორებთან ან მეგობრებთან ერთად დაიწყოთ ახალი ბიზნესი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლილიტი (შავი მთვარე) თქვენს ნიშანში და ყველას ნუ ენდობით. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, საბუთი, ადამიანი, საქმე.
თხის რქა
შეიძლება დაიწყოთ მუშაობა, ან თუ მუშაობთ, შეგეცვალოთ გრაფიკი, კოლეგების რაოდენობა. გამოგიჩნდეთ ახალი, ყოველდღიური ვალდებულება. მეტ დროსა და ენერგია დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. შეიძლება ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ.
მერწყული
განწყობის გაუმჯობესებას იგრძნობთ, მეტად ხალისიანი, რომანტიკული და მოძრავი გახდებით. სიახლეები გელოდებათ პირად ცხოვრებაში, ბავშვებისა და შემოქმედების თემაში. თუ წვეულებაზე დაგპატიჟებენ, უარი არ თქვათ, შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანი.
თევზები
სიახლეები გელოდებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, სახლში, ოჯახის წევრებისგან, წინაპრების უძრავ ქონებაში. შეიძლება ახალ ბინაში გადახვიდეთ. შეიძლება შეიძინოთ უძრავი ქონება. ან თუ უკვე შეიძინეთ, მის განახლებაზე, კეთილმოწყობაზე გააქტიურდებით.
წყარო: Fb/გვერდი ანა მზიანი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ 13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი: რომელი ნიშნებისთვის იქნება დღე განსაკუთრებით იღბლიანი
🎥 „გული კინაღამ გამისკდა სიხარულისგან“ - ბაბი კირკიტაძე კანიე უესტის გრანდიოზულ კონცერტს ეხმაურება
⭕ ჰოლივუდმა დევიდ ბეკჰემი დააფასა: ფეხბურთის ლეგენდას „დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს